1. ფრენა დანიშნულების ვერტოდრომამდე გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი ინფორმაციით დაფრენის დროისთვის ამ ვერტოდრომზე ან სათადარიგო ერთ ვერტოდრომზე მაინც დაფრენა განხორციელდება ამ წესის მე–16 მუხლით დადგენილ საექსპლუატაციო მინიმუმების დაცვით.
2. დასაფრენად ზუსტი შესვლისას გარე მარკერით აღნიშნული საკონტროლო წერტილიდან სახელსაწყო ფრენის წესებით ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის თავზე 300მ-ის (1000ფ) ქვევით დასაფრენად შესვლა არ გრძელდება თუ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო ადზ–ზე ხილვადობის მანძილის (RVR) მნიშვნელობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლებია.
3. თუ დასაფრენად ზუსტი შესვლისას გარე მარკერით აღნიშნული საკონტროლო წერტილის ან დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, აეროდრომის თავზე 300მ-ის (1000ფ) ქვევით დაშვების შემდეგ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო RVR-ის მნიშვნელობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები ხდება, დასაფრენად შესვლა შეიძლება გაგრძელდეს გადაწყვეტილების მიღების სიმაღლემდე (DA/H ან MDA/H). ნებისმიერ შემთხვევაში ვერტოდრომზე დასაფრენად შესვლა წყდება იმ წერტილიდან, საიდანაც ამ ვერტოდრომისთვის დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმების შეზღუდვების დაცვა უზრუნველყოფილი არ არი