1. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ვიზუალური ფრენის წესებით, არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ მიმდინარე მეტეოროლოგიური გარემოება ან/და მიმდინარე და პროგნოზირებული ამინდი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტზე ან მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სხ იფრენს, მეტეოროლოგიური პირობები არ იქნება ვფწ–ით ფრენის შესრულების შესაბამისი.
შენიშვნა:
ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მაშინაც, როდესაც გამოიყენება ღამის ხედვის სისტემა (NVIS) ან ვიზუალიზაციის გაუმჯობესების სხვა სისტემები.
2. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს სფწ-ით, არ შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ პროგნოზირებული ამინდი არ მიუთითებს იმაზე, რომ დანიშნულების ვერტოდრომზე ან სულ ცოტა ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე (სათადარიგო ვერტოდრომის საჭიროების შემთხვევაში) მიფრენის სავარაუდო დროისთვის იქნება ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმის შესაბამისი ან უკეთესი.
3. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ცნობილი ან მოსალოდნელი შემოყინვის პირობებში, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხ სერტიფიცირებულია და აღჭურვილია ასეთ პირობებში საფრენად.
4. ფრენა, რომელიც იგეგმება ან მოსალოდნელია შესრულდეს ცნობილი ან სავარაუდო მიწაზე შემოყინვის პირობებში, იწყება მხოლოდ მას მერე, როდესაც სხ შემოწმდა მასზე ყინულის საფარველის აღმოსაჩენად და მასზე, თუ ეს აუცილებელია, ჩატარებულია შემოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები. სხ ყინულის ან სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი დაბინძურებული საფარველისგან უნდა გაიწმინდოს, რათა აფრენის წინ იგი იყოს საფრენად ვარგის მდგომარეობაში. ამ საკითხებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9640-შ