1. აფრენისათვის სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში, იმ შემთხვევაში, როცა მეტეოროლოგიური პირობები გაფრენის ვერტოდრომზე შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე ნაკლებია.

2.  სათადარიგო ვერტოდრომი შეირჩევა იმ პირობით, რომ მისი გამოყენების სავარაუდო დროისათვის მეტეოროლოგიური პირობები შეესაბამება ამ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ან მასზე მეტია.

3. დანიშნულების  პუნქტის  სათადარიგო  ვერტოდრომი უნდა შეირჩეს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, შეირჩევა ერთი სათადარიგო ვერტოდრომი მაინც   და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა.ა) ფრენის ხანგრძლივობა და მეტეოროლოგიური პირობები იძლევა იმის საფუძველს, რომ დანიშნულების ვერტოდრომზე მიფრენის სავარაუდო დროისათვის და ამ დროიდან 1 საათით ადრე და 1 საათის შემდეგ დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალურ მეტეო პირობებში.

ა.ბ) დაფრენის ვერტოდრომი არის იზოლირებულ რაიონში და არ არსებობს გამოსადეგი სათადარიგო

ვერტოდრომი. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს დაბრუნების წერტილი (PNR)

ბ) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო ვერტოდრომად უნდა შეირჩეს ის ვერტოდრომი, რომელზეც გამოყენების სავარაუდო დროისათვის ამინდის პროგნოზი იძლევა იმის გარანტიას, რომ დასაფრენად შესვლის პირობები იქნება საექსპლუატაციო მინიმუმების შესაბამისი.

გ) თუ, დანიშნულების ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი დაბალია მის საექსპლუატაციო მინიმუმზე, არჩეული უნდა იყოს 2 სათადარიგო ვერტოდრომი. ერთ-ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს დანიშნულების ვერტოდრომის მინიმუმს, ხოლო მეორე სათადარიგო ვერტოდრომის პროგნოზირებადი ამინდი უნდა შეესაბამებოდეს ან მეტი იყოს სათადარიგო ვერტოდრომების საექსპლუატაციო მინიმუმებს: ვერტიკალური მხედველობა უნდა აღემატებოდეს ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს 120მ-ით (400ფტ), ხოლო ხილვადობა 1500მ-ით.

4. გამოსადეგი სათადარიგო საზღვაო ვერტოდრომები აირჩევა  შემდეგი  პირობებით:

ა) სათადარიგო ვერტოდრომი ზღვაში გამოიყენება მხოლოდ დაბრუნების წერტილის გადალახვის შემდეგ. დაბრუნების ზღვრამდე ფრენისას გამოიყენება მხოლოდ სახმელეთო სათადარიგო ვერტოდრომები და აეროდრომები;

ბ) სათადარიგო ვერტოდრომის არჩევისას მიიღება მხედველობაში და გაითვალისწინება კრიტიკული მართვის სისტემების და კომპონენტების მექანიკური საიმედოობა;

გ) ერთძრავიანი ფრენის მახასიათებლები;

დ) თავისუფალი დასაფრენი ადგილი ბანზე გარანტირებულია შეძლებისდაგვარად;

ე) მეტეოროლოგიური ინფორმაცი უნდა იყოს ხარისხიანი და სანდო.

5. თუ პირობები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს სახმელეთო სათარიგო ვერტოდრომი, საზღვაო ვერტოდრომი არ გამოიყენებ