1. აფრენის სათადარიგო აეროდრომი  შეირჩევა და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში იმ შემთხვევაში, როცა მეტეოროლოგიური პირობები გაფრენის აეროდრომზე არის ამ ფრენისთვის ექსპლუატანტის მიერ ამავე აეროდრომზე დასაფრენად დადგენილ მინინუმზე ნაკლები ან თუ შეუძლებელია გაფრენის აეროდრომზე დაბრუნება სხვა მიზეზებით.

2. აფრენის სათადარიგო აეროდრომი  შეირჩევა გაფრენის აეროდრომიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დროის შემდეგ ფარგლებში:

ა) ორძრავიანი სხ-ის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ  კრეისერულ სიჩქარეზე 1 სთ-ის ფრენა ერთი გამორთული ძრავით, რომელიც გამოთვლილია სტანდარტულ ატმოსფეროს შტილის პირობებში ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით; ან

ბ) სამი ან მეტი ძრავით სხ-ის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ კრეისერულ სიჩქარეზე 2 სთ-ის ფრენა ყველა მოქმედი ძრავით, რომელიც გამოთვლილია სტანდარტულ ატმოსფეროს შტილის პირობებში ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით; ან

გ) სხ-ები, რომლებიც ასრულებენ ფრენას სათადარიგო აეროდრომზე წასვლის გაზრდილი დროის წესით (EDTO), როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისი სათადარიგო აეროდრომი, შეირჩევა პირველივე სათადარიგო აეროდრომი, რომელიც არის განლაგებული ექსპლუატანტის მიერ დადგენილი სათადარიგო აეროდრომზე წასვლის მაქსიმალური დროის ფარგლებში ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით.

3. გაფრენის წინ შერჩეულ სათადარიგო აერორომზე მისი გამოყენების სავარაუდო დროისთვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ან უფრო მაღალი უნდა იყოს ექსპლუატანტის მიერ ამ ფრენისთვის დადგენილი აეროდრომის საექსპლუატაციო მეტეოროლოგიურ მიმინუმზე.

4. ორძრავიანი სხ-ით სათადარიგო აეროდრომზე წასვლის გაზრდილი დროის წესით ფრენისას შეირჩევა მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი და მიეთითება ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში.

5. სახელსაწყო წესებით შესრულებული ფრენისას, ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში შეირჩევა  და მიეთითება ერთი სათადარიგო აეროდრომი მაინც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) ფრენის ხანგრძლივობა გაფრენის აეროდრომიდან ან მარშრუტის იმ წერტილიდან, სადაც დანიშნულების პუნქტამდე იცვლება ფრენის გეგმა, განისაზღვრება მეტეოროლოგიური პირობების და ფრენის ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც იძლევა საკმარის გარანტიას, რომ დანიშნულების აეროდრომზე მიფრენის  გათვლილი დროისთვის:

ა.ა) დასაფრენად შესვლა და დაფრენა შესაძლებელი იქნება ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში; და/ან

ა.ბ) დანიშნულების აეროდრომზე მიფრენის  გათვლილი დროისთვის არსებობს დამოუკიდებელი ადზ–ები, რომელთაგანაც ერთი  მაინც არის აღჭურვილი სახელსაწყო წესით დაფრენისთვის; და/ან

ბ) აეროდრომი არის იზოლირებული. (იზოლირებულ აეროდრომებზე ფრენების შესრულება არ საჭიროებს სათადარიგო აეროდრომების შერჩევას და ფრენები იგეგმება ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად)

6. იზოლირებულ აეროდრომზე ყოველი გაფრენისას უნდა განისაზღვროს დაბრუნების ზღვარი; დაბრუნების ზღვრის შემდეგ, იზოლირებულ აეროდრომამდე ფრენა გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მეტეოპირობების, საჰაერო მოძრაობის და ფრენის სხვა ოპერატიული პირობების შეფასება იძლევა იმის გარანტიას, რომ აეროდრომის გამოყენების გათვლილი დროისთვის შესაძლებელი იქნება განხორციელდეს უსაფრთხო დაფრენა

შენიშვნა: იზოლირებულ აეროდრომებზე ფრენის დაგეგმვისა და ფრენის შესრულების სახელმძღვანელო მასალა აღწერილია იკაოს DOC 9976-ში).

7. ფრენის სამუშაო გეგმაში და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენის გეგმაში შეირჩევა  და მიეთითება 2 სათადარიგო აეროდრომი იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნულების აეროდრომზე:

ა) აეროდრომის გამოყენების გათვლილი დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები არის ექსპლუატანტის მიერ ამ ფრენებისთვის დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმზე დაბალი;

ბ) მეტეოროლოგიურ პირობებზე ინფორმაცია არ არსებობს.

8. ექსპლუატანტის მიერ გატარებული  ფრენების უსაფრთხოების რისკსების შეფასების საფუძველზე, რომელიც აჩვენებს თუ რა გზით იქნება უზრუნველყოფილი ფრენის უსაფრთხოების შესაბამისი დონე,  სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს სათადარიგო აეროდრომის არჩევის პირობების საექსპლუატაციო ვარიანტები. ფრენების უსაფრთხოების რისკების კონკრეტულ შეფასებაში უნდა შედიოდეს შემდეგი:

ა) ექსპლუატანტის მახასიათებლები;

ბ) სხ-ის და მისი სისტემების საერთო ტექნიკური მახასიათებლები;

გ) აეროდრომზე არსებული ტექნიკა, ტექნიკური მახასიათებლები და ინფრასტრუქტურა;

დ) მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხი და უტყუარობა;

ე) სათადარიგო აეროდრომის არჩევასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებისთვის გამოვლენილი  რისკები და საშიშროებები.

ვ) შედეგების მინიმუმამდე დაყვანის კონკრეტული ღონისძიებებ