აეროდრომი არ უნდა იქნეს განსაზღვრული, როგორც დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარე ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიფრენის მოსალოდნელ დრომდე ერთი საათით ადრე და ერთი საათით გვიანი დროის პერიოდისათვის ან გაფრენის ფაქტობრივი დროიდან მიფრენის მოსალოდნელ დრომდე 1 საათით გვიანი (შემდგომი) დროის პერიოდისათვის, რომელი პერიოდიც უფრო ნაკლებია მიუთითებს, რომ:
ა) სათადარიგო აეროდრომისთვის, რომელზეც შესაძლებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ექსპლუატაცია განხორციელდეს 250 ფტ-ზე ნაკლები DH-ით:
ა.ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არის დასაფრენად სახელსაწყო შესვლით ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ DH-ის ან MDH-ის მნიშვნელობაზე, სულ მცირე, 200 ფტ-ით მეტი; და
ა.ბ) ხილვადობა არის, სულ მცირე, 1500 მ; ან
ბ) სათადარიგო აეროდრომისთვის, რომელზეც შესაძლებელია დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ექსპლუატაცია განხორციელდეს 250 ფტ ან მეტი DH/MDH-ით:
ბ.ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არის დასაფრენად სახელსაწყო შესვლით ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ DH-ის ან MDH-ის მნიშვნელობაზე, სულ მცირე, 400 ფტ-ით მეტი; და
ბ.ბ) ხილვადობა არის, სულ მცირე, 3000 მ; ან
გ) სათადარიგო აეროდრომისთვის, რომელზეც არ გამოიყენება დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა (IAP):
გ.ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე, სულ მცირე, 2000 ფტ-ზე მეტი და მინიმალურ უსაფრთხო IFR ფარდობით სიმაღლეზე მეტი; და
გ.ბ) ხილვადობა, სულ მცირე, 5000