1. ფრენა დანიშნულების აეროდრომამდე გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი ინფორმაციით დაფრენის დროისთვის ამ აეროდრომზე ან სათადარიგო ერთ აეროდრომზე მაინც დაფრენა განხორციელდება დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმების დაცვით.
2. სახელსაწყო ფრენის წესებით დასაფრენად შესვლისას, აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ (1000ფ) ქვევით ან დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტამდე დასაფრენად შესვლა არ გრძელდება, თუ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო ადზ-ზე ხილვადობის მანძილის (RVR) მნიშვნელობა აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზე ნაკლებია.
შენიშვნა: დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტის კრიტერიუმები მოცემულია იკაოს DOC 8168 PANS-OPS -ის II ტომში.
3. თუ დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტზე გასვლის ან 300 მ (1000ფ) ქვევით დაშვების შემდეგ შეტყობინებული ხილვადობის ან საკონტროლო RVR-ს მნიშვნელობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები ხდება, დასაფრენად შესვლა შეიძლება გაგრძელდეს გადაწყვეტილების მიღების სიმაღლემდე (DA/H ან MDA/H). ნებისმიერ შემთხვევაში აეროდრომზე დასაფრენად შესვლა წყდება იმ წერტილიდან, საიდანაც ამ აეროდრომისთვის დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმების შეზღუდვების დაცვა უზრუნველყოფილი არ არის.
შენიშვნა: საკონტროლო RVR ნიშნავს ერთ ან რამდენიმე წერტილში (დაფრენის, ადზ-ს შუა და ბოლი წერტილები) გაზომილ ხილვადობის მნიშვნელობებს, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, დაცულია თუ არა დადგენილი საექსპლუატაციო მინიმუმები. როდესაც გამოიყენება ინფორმაცია RVR -ზე, საკონტროლო RVR წარმოადგენს RVR-ს დაფრენის წერტილშ