1. სხ-ის აფრენის ან დაფრენისას საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულოს თავიანთი მოვალეობები პილოტების კაბინაში, უნდა იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე.
2. მარშრუტზე ფრენისას საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულოს თავიანთი მოვალეობები პილოტების კაბინაში, იმყოფებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც აუცილებელია კაბინის დატოვება სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მათი მოვალეობის შესასრულებლად ან ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
3. საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი თავის სამუშაო ადგილებზე ყოფნისას უნდა იყოს დაბმული წელის დასაბმელი ქამრებით.
4. საფრენოსნო ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი, რომელიც იკავებს პილოტის სავარძელს აფრენისა და დაფრენის დროს უნდა გამოიყენოს დასაბმელი სისტემა. ეკიპაჟის სხვა წევრები აფრენისა და დაფრენის დროს იყენებენ დასაბმელ სისტემას, თუ მხრების დასაბმელი ქამრები უშლის ხელს მოვალეობის შესრულებაში მხრების დასაბმელი ქამრები შესაძლებელია მოხსნილი იყოს, მაგრამ წელის დასაბმელი ქამრები უმდა იყოს დაბმულ მდგომარეობაში.
შენიშვნა: დასაბმელი სისტემა შედგება წელისა და მხრების დასაბმელი ქამრებისაგან, რომლების გამოყენება შეიძლება ცალ-ცალკ