1. სხ უნდა იყოს საწვავის საკმარისი მარაგით გამართული ფრენის უსაფრთხო დასრულებისთვის და ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახვევის შესაძლებლობისთვის.
2. სხ-ის საწვავის მარაგის გათვლა ეყრდნობა სულ მცირე:
ა) საწვავის გახარჯვის მონიტორინგის სისტემიდან მიღებული კონკრეტული სხ-ის აქტუალურ მონაცემებს;
ბ) სხ-ის დამამზადებლის მონაცემებს, თუ არ არსებობს სხ-ის საწვავის გახარჯვის მონიტორინგის სისტემა.
გ) დაგეგმილი ფრენის საექსპლუატაციო პირობებს, შემდეგი მონაცემების ჩათვლით:
გ.ა) სხ-ის მოსალოდნელი მასა;
გ.ბ) NOTAM;
გ.გ) არსებული მეტეოშეტყობინებები ან არსებული მეტეოშეტყობინებებისა და პროგნოზების ერთობლიობა;
გ.დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პროცედურები, შეზღუდვები და გაფრენის მოსალოდნელი შეყოვნებები;
გ.ე) ტექნიკური მომსახურების რომელიმე სახეობების ჩატარების დაყოვნების შედეგები და/ან კონფიგურაციიდან გადახრები;
3. გამოსაყენებლად საჭირო საწვავის მარაგის გაფრენისწინა გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აფრენის წინ სამიმოსვლოდ გახარჯული საწვავის რაოდენობა;
ბ) მარშრუტზე ფრენისთვის საწვავის მარაგის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ფრენის უზრუნველსაყოფად სხ-ის აფრენიდან ან ფრენის გეგმის შეცვლის წერტილიდან საფრენად დანიშნულების აეროდრომზე დაფრენამდე საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით;
გ) საწვავის მარაგი გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც საჭიროა გაუთვალისწინებელი ფაქტორების კომპენსაციისთვის შეადგენს მარშრუტზე ფრენისთვის დაგეგმილი საწვავის მარაგის 5%-ს. ფრენის გეგმის შეცვლის წერტილიდან საწვავის მარაგი არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც გათვალისწინებულია სტანდარტულ პირობებში: 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე, 5 წთ-ის განმავლობაში, დანიშნულების აეროდრომის მოსაცდელ არეში ფრენის სიჩქარით.
შენიშვნა: გაუთვალისწინებელი ფაქტორი არის ისეთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს დანიშნულების აეროდრომზე ფრენის დროს საწვავის გახარჯვაზე, როგორც არის კონკრეტული სხ-ის საწვავის მოსალოდნელი გახარჯვის მაჩვენებლიდან გადახრა, პროგნოზირებადი მეტეოროლოგიური პირობებისგან გადახრა, აფრენის წინ მიმოსვლის დროის გაზრდა და დაგეგმილი მარშრუტისგან და/ან ფრენის კრეისერული ეშელონისგან გადახრა.
დ) საწვავის მარაგი სათადარიგო აეროდრომზე ფრენისთვის უნდა იყოს მინიმუმ:
დ.ა) იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების აეროდრომისთვის აუცილებელია სათადარიგო აეროდრომის არჩევა, სხ-ს ესაჭიროება საწვავის მარაგი:
დ.ა.ა) დანიშნულების აეროდრომზე მეორე წრეზე წასასვლელად;
დ.ა.ბ) კრეისერული ფრენის მოსალოდნელი აბსოლუტური სიმაღლის ასაღებად;
დ.ა.გ) მოსალოდნელ მარშრუტზე ფრენისათვის;
დ.ა.დ) დასაფრენად შესვლის მოსალოდნელ საწყის წერტილამდე დასაშვებად;
დ.ა.ე) სათადარიგო აეროდრომზე დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესრულებისთვის;
დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა 2 სათადარიგო აეროდრომი, სხ-ის ესაჭიროება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოთვლილი საწვავის მარაგი, რომელიც უზრუნველყოფს ფრენის შესრულებას იმ სათადარიგო აეროდრომამდე, რომლისთვისაც საჭიროა მეტი საწვავის მარაგი; ან
დ.გ) იმ შემთხვევაში, როცა ფრენა სრულდება სათადარიგო აეროდრომის გარეშე, ბორტზე უნდა იყოს საწვავის მარაგი, რომელიც მისცემს სხ-ის ფრენის საშუალებას სტანდარტულ პირობებში დანიშნულების აეროდრომის თავზე მოსაცდელ არეში ფრენის სიჩქარით 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე 15 წთ-ის განმავლობაში; ან
დ.დ) თუ დანიშნულების აეროდრომი წარმოადგენს იზოლირებულ აეროდრომს, მაშინ:
დ.დ.ა) დგუშძრავიანი სხ-ისთვის საჭიროა საწვავის მარაგი 45 წთ-ის განმავლობაში ფრენისთვის და დამატებული 15% საფრენსნო დროიდან, რომელიც დაგეგმილია კრეისერულ ეშელონზე ფრენისთვის საწვავის ფინალური რეზერვის ჩათვლით ან 2 სთ-ის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით თუ რომელი უფრო ხანმოკლეა; ან
დ.დ.ბ) აირტურბინიანი სხ-ის საჭიროა საწვავის მარაგი 2 სთ-ის განმავლობაში დანიშნულების აეროდრომის თავზე ნორმალური კრეისერული საწვავის ხარჯვით, საწვავის ფინალური რეზერვის ჩათვლით;
ე) საწვავის ფინალური რეზერვი, რომელიც წარმოადგენს საწვავის მარაგს, გამოთვლილი სათადარიგო აეროდრომზე მიფრენისას დასაფრენი მასის გათვალისწინებით ან დანიშნულების აეროდრომზე მიფრენისას, როდესაც სათადარიგო აეროდრომი არ არის საჭირო:
ე.ა) დგუშძრავიანი სხ-ისთვის საჭიროა საწვავის მარაგი 45 წთ-ის განმავლობაში აეროდრომის თავზე მოსაცდელ არეში 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე სტანდარტულ პირობებში; ან
ე.ბ) აირტურბინიანი სხ-თვის საჭიროა საწვავის მარაგი 30 წთ-ის განმავლობაში აეროდრომის თავზე მოსაცდელ არეში 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე სტანდარტულ პირობებში;
ვ) საწვავის დამატებითი მარაგი, რომელიც წარმოადგენს საწვავის დამატებით ოდენობას, რომელიც საჭიროა იმ შემთხვევაში თუ მინიმალური საწვავის მარაგი გამოთვლილი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, არ არის საკმარისი, რომ:
ვ.ა) სხ-მა აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულოს დაშვება და გააგრძელოს ფრენა სათადარიგო აეროდრომამდე ძრავის მტყუნების ან ჰერმეტულობის დარღვევისას, რისთვისაც საჭიროა საწვავის მეტი რაოდენობა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტყუნება მოხდება მარშრუტის ყველაზე კრიტიკულ წერტილში იმისთვის, რომ;
ვ.ა.ა) სხ-მა შეასრულოს ფრენა სტანდარტულ პირობებში მოსაცდელ არეში ფრენის სიჩქარით 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე 15 წთ-ის განმავლობაში;
ვ.ა.ბ) შეასრულოს დასაფრენად შესვლა და დაფრენა;
ვ.ბ) სხ-ს, რომელიც ასრულებს EDTO-ით ფრენას, მისცეს შესაძლებლობა შეასრულოს ეს ფრენა საწვავის იმ კრიტიკული მარაგით (პროცედურები გაწერილია ამ წესის მე-12 დანართში);
ვ.გ) შეასრულოს დამატებითი მოთხოვნები, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული.
შენიშვნა: 1. საწვავის რაოდენობის დაგეგმვამ იმის გათვალისწინებით, რომ მტყუნება შეიძლება მოხდეს მარშრუტის ყველაზე კრიტიკულ წერტილში, შეიძლება სხ ჩააგდოს ავარიულ სიტუაციაში საწვავის მარაგის თვალსაზრისით ამ წესის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.
2. საწვავის კრიტიკული მარაგით EDTO-ით ფრენის საინსტრუქციო მასალა მოცემულია 12 დანართში.
ზ) დისკრეციული საწვავის მარაგი - საწვავის დამატებითი რაოდენობა, რომელიც აღებულია სხ-ის მეთაურის გადაწყვეტილებით.
4. ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს საწვავის ფინალური რეზერვის რაოდენობა თავის სხ-ის პარკისა და მათი მოდიფიკაციებისთვის და ეს რაოდენობა დაამრგვალოს ადვილად დასამახსოვრებელ ციფრამდე.
5. ფრენის დაწყება და/ან ფრენის გეგმის შეცვლის წერტილიდან გაგრძელება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საწვავის მარაგი არ შეესაბამება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ა) ბ) გ) დ) ე) და საჭიროების შემთხვევაში ვ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
6. მიუხედავად ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნისა სააგენტოს შეუძლია, ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების საფუძველზე, რომელმაც აჩვენა ფრენის უსაფრთხოების დონის შენარჩუნების ეკვივალენტური ხერხები, დაამტკიცოს საწვავის მარაგის გათვლის სხვადასხვა ხერხები აეროდრომზე მიმოსვლისთვის, მარშრუტზე ფრენისთვის, გაუთვალისწინებული სიტუაციისთვის, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენისთვის და საწვავის დამატებითი მარაგისთვის. ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება შეიცავს:
ა) მარშრუტზე ფრენისთვის საჭირო საწვავის მარაგის გათვლას;
ბ) ექსპლუატანტის შესაძლებლობებს, რომელიც იძლევა საშუალებას:
ბ.ა) ავტომატიზირებული მეთოდის განსაზღვრის, რომელიც შეიცავს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის პროგრამას და/ან
ბ.ბ) სათადარიგო აეროდრომების გამოყენების თანამედროვე საშუალებების მოხმარების;
გ) შედეგების მინიმიზაციისთვის კონკრეტული ზომების მიღებას. (ფრენის დაგეგმვის და საწვავის ხარჯვის მართვის სახელმძღვანელო იკაოს DOC 9976