1. სხ უნდა იყოს საწვავის საკმარისი მარაგით გამართული ფრენის უსაფრთხო დასრულებისთვის და ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახვევის შესაძლებლობისთვის.
2. სხ-ის საწვავის მარაგის გათვლა ეყრდნობა სულ მცირე:
ა) საწვავის ხარჯვის შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) სხ-ის დამამზადებლის მონაცემებს;
ა.ბ.) საწვავის ხარჯვის მონიტორინგის სისტემიდან მიღებული კონკრეტული სხ-ის აქტუალურ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) დაგეგმილი ფრენის საექსპლუატაციო პირობებს, შემდეგი მონაცემების ჩათვლით:
ბ.ა) სხ-ის მოსალოდნელი მასა;
ბ.ბ) NOTAM;
ბ.გ) არსებული მეტეოშეტყობინებები ან არსებული მეტეოშეტყობინებებისა და პროგნოზების ერთობლიობა;
ბ.დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პროცედურები, შეზღუდვები და გაფრენის მოსალოდნელი შეყოვნებები;
ბ.ე) ტექნიკური მომსახურების რომელიმე სახეობების ჩატარების დაყოვნების შედეგები და/ან კონფიგურაციიდან გადახრები.
შენიშვნა: როდესაც ფრენის პირობების გათვალისწინებით, არ არსებობს საწვავის ხარჯვის კონკრეტული მონაცემები, ფრენა შეიძლება შესრულდეს საწვავის ხარჯვის გათვლილი მონაცემების გამოყენებით.
3. გამოსაყენებლად საჭირო საწვავის მარაგის გაფრენისწინა გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) აფრენის წინ სამიმოსვლოდ გახარჯული საწვავის რაოდენობა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და დამხმარე ძალური მოწყობილობის საწვავის ხარჯის გათვალისწინებით;
ბ) მარშრუტზე ფრენისთვის საწვავის მარაგის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ფრენის უზრუნველსაყოფად სხ-ის აფრენიდან ან ფრენის გეგმის შეცვლის წერტილიდან საფრენად დანიშნულების აეროდრომზე დაფრენამდე, იმ საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში;
გ) საწვავის მარაგი გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც საჭიროა გაუთვალისწინებელი ფაქტორების კომპენსაციისთვის და შეადგენს მარშრუტზე ფრენისთვის დაგეგმილი საწვავის მარაგის არანაკლებ 5%-ს.
შენიშვნა: ,,გაუთვალისწინებელი ფაქტორები“ არის ფაქტორები, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის დროს საწვავის ხარჯვაზე, როგორიცაა: კონკრეტული სხ-ის საწვავის მოსალოდნელი ხარჯვის მაჩვენებლიდან გადახრა, პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობებიდან გადახრა, აფრენის წინ მიმოსვლის დროის გაზრდა და დაგეგმილი მარშრუტისაგან და/ან ფრენის კრეისერული ეშელონისგან გადახრა.
დ) საწვავის მარაგი დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენისთვის, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს:
დ.ა.) დანიშნულების აეროდრომზე მეორე წრეზე წასვლას;
დ.ბ) კრეისერული ფრენის მოსალოდნელი აბსოლუტური სიმაღლის აღებას;
დ.გ) მოსალოდნელ მარშრუტზე ფრენას;
დ.დ) დასაფრენად შესვლის მოსალოდნელ საწყის წერტილამდე დაშვებას;
დ.ე) სათადარიგო აეროდრომზე დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესრულებას.
ე) საწვავის ისეთი მარაგი, რომელიც მისცემს სხ-ს ფრენის საშუალებას სტანდარტულ პირობებში დანიშნულების აეროდრომის თავზე მოსაცდელ არეში ფრენის სიჩქარით 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე 15 წთ-ის განმავლობაში, თუ ფრენა სრულდება სათადარიგო აეროდრომის გარეშე;
ვ) თუ დანიშნულების აეროდრომი წარმოადგენს იზოლირებულ აეროდრომს, მაშინ:
ვ.ა) დგუშძრავიანი სხ-ისთვის საჭიროა საწვავის მარაგი 45 წთ-ის განმავლობაში ფრენისთვის და დამატებული 15% საფრენოსნო დროიდან, რომელიც დაგეგმილია კრეისერულ ეშელონზე ფრენისთვის საწვავის ფინალური რეზერვის ჩათვლით ან 2 სთ-ის განმავლობაში, იმის მიხედვით, რომელი უფრო ხანმოკლეა;
ვ.ბ) აირტურბინიანი სხ-ისათვის საჭიროა საწვავის მარაგი 2 სთ-ის განმავლობაში დანიშნულების აეროდრომის თავზე ნორმალური კრეისერული საწვავის ხარჯვით, საწვავის ფინალური რეზერვის ჩათვლით.
ზ) საწვავის ფინალური რეზერვი, რომელიც წარმოადგენს დარჩენილი საწვავის მარაგს სათადარიგო აეროდრომზე ან დანიშნულების აეროდრომზე მიფრენისას, როდესაც სათადარიგო აეროდრომი არ არის საჭირო:
ზ.ა) დგუშძრავიანი სხ-სთვის საჭიროა საწვავის მარაგი 45 წთ-ის განმავლობაში ფრენისათვის;
ზ.ბ) აირტურბინიანი სხ-სთვის საჭიროა საწვავის მარაგი 30 წთ-ის განმავლობაში აეროდრომის თავზე მოსაცდელ არეში 450 მ-ის (1500 ფტ) სიმაღლეზე სტანდარტულ პირობებში დადგენილი სიჩქარით ფრენისათვის.
თ) საწვავის დამატებითი მარაგი, რომელიც წარმოადგენს საწვავის დამატებით რაოდენობას, რომელიც საჭიროა სხ-სთვის, შეასრულოს აუცილებელი დაშვება და გააგრძელოს ფრენა სათადარიგო აეროდრომამდე ძრავის მტყუნების ან ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტყუნება მოხდება მარშრუტის ყველაზე კრიტიკულ წერტილში;
ი) საწვავის დისკრეტული მარაგი, რომელიც წარმოადგენს ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე სხ-ზე არსებულ საწვავის დამატებით რაოდენობას.
4.ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს საწვავის ფინალური რეზერვის რაოდენობა თავის სხ-ის პარკისა და მათი მოდიფიკაციებისთვის და ეს რაოდენობა დაამრგვალოს ადვილად დასამახსოვრებელ ციფრამდე.
5. თუ ფრენის დაწყების შემდეგ საწვავის მარაგის ხარჯვა განსხვავდება წინასწარ დაგეგმილი ფრენის გეგმისაგან, აუცილებელია საწვავის ხარჯვის განმეორებითი ანალიზი და დაგეგმილი ოპერაციის საჭიროებისამებრ კორექტირებ