1. სხ-ის საწვავით გამართვა მგზავრების ჩასხდომისას, მათი სხ-ზე ყოფნისას ან მათი სხ-დან ჩამოსვლისას, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხ-ზე იმყოფება მომზადებული პერსონალის სათანადო რაოდენობა, რომლებიც მზად არიან დაიწყონ და უხელმძღვანელონ სხ-დან ევაკუაციას ყველა არსებული საშუალებით და უმოკლეს დროში.
2. მგზავრების ჩასხდომისას, მათი სხ-ზე ყოფნისას ან მათი სხ-დან ჩამოსვლისას, სხ-ის საწვავით გამართვისას მიწისზედა მომსახურე პერსონალსა და სხ-ზე მყოფ მომზადებულ პერსონალს შორის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ორმხრივი კავშირი სხ-ის რადიოაღჭურვილობით ან სხვა შესაბამისი საშუალებებით.
შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს საწვავის გამართვის წინაპირობად სხ-ზე ჩამონტაჟებული ტრაპების აუცილებელ გამოყენებას ან ავარიული გასასვლელების გაღებას.
2. სხ-ის საწვავით გამართვის წესებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომი, ხოლო საწვავით გამართვის უსაფრთხო მეთოდებზე სახელმძღვანელო მასალას შეიცავს აეროპორტების მომსახურების სახელმძღვანელოს 1-ლი და მე-8 ნაწილები (იკაოს DOC 9137) .
3. აუცილებელია დამატებითი გამაფრთხილებელი ზომების მიღება, როდესაც ხორციელდება სხ-ის საავიაციო ნავთის გარდა სხვა საწვავით გამართვა ან როდესაც საწვავით გამართვის შედეგად წარმოიქმნება საავიაციო ნავთისა და ტურბორეაქტიული ძრავებისათვის განკუთვნილი სხვა საავიაციო საწვავის ნარევი, ან როდესაც საწვავით გამართვა ხორციელდება ღია სადენი