1. თუ დაგეგმილი ფრენის აბსოლუტური სიმაღლე არის ისეთი, რომელზეც ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა მიაღწევს 700 ჰპა-ზე დაბალ ზღვარს, ფრენა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასუნთქი ჟანგბადის მარაგი საკმარისია:
ა) ეკიპაჟის ყველა წევრისთვის და მგზავრების 10%-სთვის იმ 30 წუთზე მეტი ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევა შეიძლება შემცირდეს 700-დან 620 ჰპა-მდე.
ბ) ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნებისმიერი დროის განმავლობაში, როდესაც წნევა იქნება 620 ჰპა-ზე დაბალი.
2. ჰერმეტული სხ-ით ფრენა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრენის პირობებიდან გამომდინარე, ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, სასუნთქი ჟანგბადის მარაგი დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, საკმარისი იქნება ეკიპაჟის ყველა წევრისა და მგზავრებისთვის, როდესაც ეკიპაჟის კაბინაში და მგზავრების სალონში ატმოსფერული წნევა იქნება 700 ჰპა-ზე დაბალი. ასევე, როდესაც სხ ასრულებს ფრენას ისეთ აბსოლუტურ სიმაღლეზე, რომელზეც ატმოსფერული წნევა 376 ჰპა-ზე დაბალი ან მაღალია და სხ-ს არ შეუძლია უსაფრთხოდ დაეშვას 4 წუთის განმავლობაში ისეთ აბსოლუტურ სიმაღლემდე, რომელზეც ატმოსფერული წნევა შეადგენს 620 ჰპა-ს. სამგზავრო სალონში მყოფი პირებისათვის განსაზღვრული უნდა იყოს ჟანგბადის არანაკლებ 10-წუთიანი მარაგ