1. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, ფრენის განმავლობაში სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი მოვალეობების შესრულებისას, მუდმივად იყენებს დამატებით ჟანგბადს, ყოველთვის, როდესაც სხ-ის მეთაური განსაზღვრავს, რომ დაგეგმილი ფრენის აბსოლუტურ სიმაღლეზე ჟანგბადის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების უნარების შესუსტება და უნდა უზრუნველყოს, რომ დამატებითი ჟანგბადი ხელმისაწვდომია მგზავრებისათვის, როდესაც ჟანგბადის ნაკლებობამ შესაძლოა მავნედ იმოქმედოს მგზავრებზე.
2. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც სხ-ის მეთაურს არ შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ჟანგბადის ნაკლებობამ ბორტზე მყოფ ყველა პირზე, სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრი, ფრენის განმავლობაში სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი მოვალეობების შესრულებისას, 30 წთ-ზე მეტი დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში იყენებს დამატებით ჟანგბადს, როდესაც ბარომეტრული სიმაღლე სამგზავრო ნაკვეთურში იქნება 10 000 ფტ-დან და 13 000 ფტ-მდე; და
ბ) სხ-ის ბორტზე არსებული ყველა პირი იყენებს დამატებით ჟანგბადს, დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბარომეტრული სიმაღლე სამგზავრო ნაკვეთურში იქნება 13 000 ფტ-ის მნიშვნელობაზე მეტ