დაფრენის მიზნით დასაფრენად შესვლის დაწყებამდე, სხ-ის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესაბამისად, მეტეოროლოგიური პირობები აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე და გამოსაყენებლად განკუთვნილი FATO-ს მდგომარეობა არ შეუშლის ხელს დასაფრენად შესვლის, დაფრენის ან შეწყვეტილი დასაფრენად შესვლის უსაფრთხოდ განხორციელებას; და

ბ) შერჩეული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

ბ.ა) მუშა მდგომარეობაში მყოფი სახმელეთო მომსახურების აღჭურვილობა;

ბ.ბ) სხ-ის მუშა მდგომარეობაში მყოფი სისტემები;

ბ.გ) სხ-ის საფრენოსნო მახასიათებლები;

ბ.დ) საფრენოსნო ეკიპაჟის კვალიფიკაციებ