1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ის მასა და სიმძიმის ცენტრი (CG) დადგინდა ფაქტობრივი აწონით, სხ-ის თავდაპირველად ექსპლუატაციაში შეყვანამდე. მოდიფიკაციებისა და რემონტების აკუმულირებული გავლენა მასასა და გაწონასწორებაზე უნდა იქნეს აღრიცხული და სათანადოდ დოკუმენტირებული. ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხ-ის მეთაურისთვის. სხ უნდა იქნეს განმეორებით აწონილი, თუ მასასა და გაწონასწორებაზე მოდიფიკაციების გავლენა ზუსტად არ არის ცნობილი.
2. აწონვა უნდა განხორციელდეს სხ-ის მწარმოებლის ან საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიე