აკრძალულია აეროდრომის დონიდან 300 მეტრზე (1000ft) დაბალ სიმაღლეზე დასაფრენად შესვლა და დაფრენა, თუ ხომალდის მეთაური, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არ არის დარწმუნებული, რომ ადზ-ს საფარის მდგომარეობა და სხ-ის ტექნიკური მახასიათებლები იძლევა უსაფრთხო დაფრენის შესაძლებლობას.

შენიშვნა: 1. ადზ-ის ზედაპირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის  გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები მოცემულია „PANS Aerodromes (Doc 9981)“ და თვითმფრინავის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „Performance“ სექციაში; ჩიკაგოს კონვენციის მე–8 დანართის III B ნაწილის შესაბამისად სერტიფიცირებული თვითმფრინავებისათვის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია „Aeroplane Performance Manual (Doc 10064)–ში.“

2. ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის III B ნაწილის შესაბამისად სერტიფიცირებული თვითმფრინავებისათვის საფრენოსნო მახასიათებლების შემუშავებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „Aeroplane Performance Manual (Doc 10064)-ში