1. სხ-ის  ექსპლუატაცია  უნდა განხორციელდეს საფრენოსნო ვარგისობის  სერტიფიკატის და დადგენილი საექსპლუტაციო შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც გაწერილია კონკრეტული სხ-ის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში.

2. ფრენის დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვნელოში გაწერილი სხ-ის სტმ-ის მონაცემები მიუთითებს რომ ფრენისას უზრუნველყოფილი იქნება ამ მუხლის 4-12 პუნქტებით გათვალისწინებული  სტანდარტების დაცვა.

3. ამ თავით დადგენილი ნორმების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხ-ის სტმ-ზე (ისეთი ფაქტორები, როგორიც არის: სხ-ს მასა, საექსპლუატაციო პროცედურები, ბარომეტრული სიმაღლე, აეროდრომის სიმაღლის გადამეტება, გარე ტემპერტურა, ქარი, ადზ-ის დაქანება და ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობა ადზ-ს გამოყენების დაგეგმილი დროისათვის, ისეთი როგორიც არის დათოვლიანება, თოვლჭყაპი, წყალი და/ან ყინული, ჰიდრო სხ-ის შემთხვევაში წყლის ზედაპირის მდგომარეობა, მაგრამ არა მათი შეზღუდვით). ეს ფაქტორები განხილული უნდა იქნას, როგორც უშუალო საექსპლუტაციო პარამეტრები, რომლებიც შეიძლება  გათვალისწინებული იქნას სხ-ის სტმ-ის დადგენისას, ან შეიძლება შედიოდეს იმ საერთო დაზუსტებულ სტმ-ში, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება სხ-ის ექსპლუატაცია.

შენიშვნა: ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის ინფორმაციის ეკიპაჟის მიერ გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს  Doc-ში 10064.

4.გარბენის დასაწყისში სხ-ის ასაფრენი მასა არ უნდა აღემატებოდეს  ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ მასას ან მასას, რომელიც უზრუნველყოფს  ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტებით  დადგენილი მოთხოვნების შესრულებას.

5. გარბენის დასაწყისში სხ-ის ასაფრენი მასა არ უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ ასფრენ მასას, რომელიც მითითებულია სეს-ში, აეროდრომის ბარომეტრული სიმაღლის და სხვა ნებისმიერი ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, თუ ისინი გამოიყენება სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის გამოთვლისათვის.

6. დანიშნულების აეროდრომზე ან სათადრიგო აეროდრომზე წინასწარ გათვლილ დროში დაფრენისას სხ-ის გაანგარიშებული დასაფრენი მასა არ უნდა აღემატებოდეს სეს-ში მითითებულ მაქსიმალურ დასფრენ მასას, აეროდრომის ბარომეტრული სიმაღლის და სხვა ნებისმიერი ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, თუ ისინი გამოიყენება სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის გამოთვლისათვის.

7. გარბენის დასაწყისში  ან დანიშნულების აეროდრომზე ან სათადრიგო აეროდრომზე წინასწარ გათვლილ დროში დაფრენისას სხ-ის გაანგარიშებული დასაფრენი მასა არ შეიძლება  აღემატებოდეს სეს-ში მითითებულ მაქსიმალურ დასფრენ მასას, რომლის პირობებშიც  დემონსტრირებული იყო სხ-ის შესაბამისობა ხმაურის სერტიფიცირების სტანდარტებთან.

8. აფრენისას, კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, ან ნებისმიერი სხვა მიზეზების გამო სხ-ს უნდა შეეძლოს შეწყვიტოს აფრენა და გაჩერდეს „შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული მანძილის“ ან არსებული ადზ-ს ფარგლებში, ან გააგრძელოს აფრენა და გადაიფრინოს მიმართულების ტრაექტორიაზე არსებული ყველა დაბრკოლება  საკმარისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაშორებებით, სანამ სხ-სთვის შესაძლებელი არ იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების შესრულება.

შენიშვნა: დაბრკოლებების  გადაფრენის საკმარისი ვერტიკალურ და ჰორიზონტალური დაშორებების მაგალითები მოცემულია იკაო-ს Doc-ში 10064.

9. აფრენისათვის ადზ-ის არსებული მანძილის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია ადზ-ს გარკვეული მონაკვეთის გამოკლება, რაც განპირობებულია სხ-ის ადზ-ის ღერძულ ხაზზე გამოყვანასთან.

10. მარშრუტზე ფრენისას კრიტიკული ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სხ-ს უნდა შეეძლოს ძირითადი ან დაგეგმილი სათადარიგო მარშრუტის, ნებისმიერი წერტილიდან გააგრძელოს ფრენა, მინიმალური აბსოლიტური სიმაღლის შენარჩუნებით, იმ აეროდრომამდე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულება.

11. სხ-მა უნდა შეძლოს დანიშნულების აეროდრომზე ან სათადარიგო აეროდრომზე დაფრენა, დაშვების ტრაექტორიის ხაზზე არსებული ყველა დაბრკოლების უსაფრთხო, მინიმალურ სიმაღლეზე გადაფრენის შემდეგ, იმის გარანტიით, რომ სხ შესძლებს გაჩერებას (ან ჰიდრო სხ-ის შემთხვევაში შეამციროს სიჩქარე მინიმუმამდე არსებული დასაფრენი მანძილის ფარგლებში) დაფრენისათვის არსებული დისტანციის ფარგლებში. ამავდროულად, დასაფრენად შემოსვლის და დაფრენის ეტაპებზე გათვალისწინებული უნდა იყოს პილოტირების ტექნიკაში სავარაუდო განსხვავებები.

შენიშვნა: ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების სახელმძღავნელო მასალა მოცემულია იკაო-ს Doc-ში 10064.
თავი IV
სხ-ის აღჭურვილობა, ხელსაწყოები და დოკუმენტებ