1. სტანდარტები და მოთხოვნები რომლებიც მითითებულია ამ მუხლში გამოიყენება ვერტმფრენებისთვის, რომლებიც სერტიფიცირებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის ნაწილი IV-ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ამ მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების საერთო დონის შენარჩუნებას ექსპლუატაციის ყველა მოსალოდნელ პირობებში.
3. ფრენის დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სეს-ში გაწერილი ვერტმფრენის სტმ-ის მონაცემები ან (აუცილებლობის შემთხვევაში) დამატებითი სხვა მონაცემები მიუთითებენ, რომ დაგეგმილ ფრენისას ამ მუხლის მე-4 - მე-8 პუნქტების მოთხოვნები იქნება შესრულებული.
4. ამ მუხლში მითითებული სტანდარტების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ის ფაქტორი (როგორიც არის: სხ-ს მასა, საექსპლოტაციო პროცედურები, ვერტოდრომის ბარომეტრული და აბსოლუტური სიმაღლე, გარე ტემპერტურა, ქარი, ვერტოდრომის დაქანება და ზედაპირის მდგომარეობა.), რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ვერტმფრენის სტმ-ზე. ეს ფაქტორები გაითვალისწინება, როგორც უშუალო საექსპლუტაციო პარამეტრები, ან ირიბად, როგორც დაშვებული შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული სხ-ის სტმ-ის დადგენისას ან შეიძლება შედიოდეს იმ საერთო დაზუსტებულ სტმ-ში, რომლის თანახმადაც ექსპლოატაცია ეწევა ვერტმფრენს.
5. აფრენის წინ ვერტმფრენის ასაფრენი მასა არ აღემატება იმ მასას, რომლითაც აღნიშნულიa სტმ-ს ნორმებით, ფრენის განმავლობაში მასის მოსალოდნელი შემცირების და საწვავის მიზანმიმართული დაღვრის გათვალისწინებით.
6. ვერტმფრენის ასაფრენი მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ ასფრენ მასას, რომელიც მითითებულია სეს-ში, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით.
7. დანიშნულების ვერტოდრომზე ან სათადრიგო ვერტოდრომზე წინასწარ გათვლილ დროში დაფრენისას სხ-ის გაანგარიშებული დასაფრენი მასა არავითარ შემთხვევაში არ ენდა აღემატებოდეს სეს-ში მითითებულ მაქსიმალურ დასფრენ მასას, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით.
8. სხ-ის ასაფრენი მასა ან დანიშნულების ვერტოდრომზე ან სათადარიგო ვერტოდრომზე დაფრენისას დასაფრენი მასა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის მაქსიმალურ მასას, რომლითაც დემონსტრირებული იყო ვერტმფრენის შესაბამისობა ხმაურის სერთიფიცირების სტნდარტებთან, როგორც ითვალისწინებს მე-16 დანართის I ტომი. გარდა იმ დასაფრენი მოედნებისა, რომლებზეც ეს, გამონაკლისის სახით, დაშვებულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ვერტოდრიმი და არ ვრცელდება ხმაურზე შეზღუდვები.
შენიშვნა. საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლების შემუშავებისას გამოიყენება რისკების შეფასების მეთოდოლოგია, მოყვანილია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის დამატება A-ში.
9. I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე ან ამ წერტილზე, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს შეწყვიტოს აფრენა და უსაფრთხოდ გაჩერდეს შეწყვეტილი ფრენის არსებული ზონის ფარგლებში, ან თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილზე, ან ამ წერტილის შემდეგ ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გააგრძელოს აფრენა, გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნას.
10. II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება აფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილის (DPATO) შემდეგ, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს აფრენის გაგრძელება, გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნას. კრიტიკული ძრავის მტყუნებამ გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (DPATO), შეიძლება გამოიწვიოს კონტროლირებადი ავარიული დაფრენა; ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
11. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ძრავის მტყუნების შემთხვევაში ავარიული დაფრენა უნდა შესრულდეს ამ წესების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
12. I და II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, კრიტიკული ძრავის მტყუნებისას მერშუტზე ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ვერტმფრენმა უნდა გააგრძელოს ფრენა ისეთ ადგილამდე სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მუხლის მე-14 პუნქტის პირობები I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებისთვის და ამ მუხლის მე-15 პუნქტის პირობები II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენებისთვის, ისე რომ ფრენის არცერთ ეტაპზე არ მოხდეს უსაფრთხო სიმაღლეზე დაბლა ფრენა.
შენიშვნა: როდესაც მარშუტზე ფრენა ხორციელდება არახელსაყრელი ზედაპირის თავზე და სათადარიგო ვერტოდრომამდე მისაღწევად საჭიროა 2 საათზე მეტი, ასეთ ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის აუცილებელია რისკების შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია მეორე ძრავის მტყუნებასთან.
13. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები: ყველა ძრავის მუშა მდგომარეობაში, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გააგრძელოს ფრენა დაგეგმილ მარშუტზე ან დაგეგმილი მარშუტიდან გადახრისას ფრენის უსაფრთხო სიმაღლეების დაცვით. ძრავის მტყუნება ფრენის ნებისმიერ ეტაპზე გამოიწვევს ავარიულ დაფრენას, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
14. I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები: თუ კრიტიკული ძრავის მტყუნება აღმოჩენილი იქნება დაფრენაზე გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გადაუფრინოს უსაფრთხო სიმაღლეზე ყველა დაბრკოლებას, რომლებიც იმყოფება დასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ და განახორციელოს უსაფრთხო დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში, ან განახორციელოს მეორე წრეზე წასვლა და გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ფრენის ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძრავის მტყუნება ხდება გადაწყვეტილების მიღების წერტილის შემდეგ ვერტმფრენმა უნდა შეეძლოს დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში.
15. II კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენების შემთხვევაში, დასაფრენად შესვლის გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (DPBL) კრიტიკული ძრავის მტყუნებისას, ვერტმფრენს უნდა შეეძლოს გადაუფრინოს უსაფრთხო სიმაღლეზე ყველა დაბრკოლებას, რომლებიც იმყოფება დასაფრენი ტრაექტორიის გასწვრივ და განახორციელოს უსაფრთხო დაფრენა და გაჩერება არსებულ დაფრენის დისტანციის ფარგლებში, ან განახორციელოს მეორე წრეზე წასვლა და გადაუფრინოს ყველა დაბრკოლებას, რომლებიც განლაგებულია ფრენის ტრაექტორიის გასწვრივ ადეკვატურ უსაფრთხო სიმაღლის მარაგით, სანამ არ მიაღწევს პოზიციას რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნებს. ძრავის მტყუნებამ დაფრენაზე შესვლის გადაწყვეტილების მიღების წერტილის (DPBL) შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს ავარიული დაფრენა. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყო ამ წესის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებ