1. სხ-ის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საფრენოსნო ვარგისიანობის დებულებების და დადგენილი საექსპლუტაციო შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც გაწერილია კონკრეტული სხ-ის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში.
2. სააგენტო იღებს შესამაბის ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფრენების უსაფრთხოების საერთო დონე.
3. ფრენის დაწყება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სეს-ში გაწერილი სხ-ის სტმ-ის მონაცემები ან (აუცილებლობის შემთხვევაში) დამატებითი სხვა მონაცემები, შესაბამისობაშია სტმ-ს საერთაშორისო მოთხოვნებთან და ფრენის შესრულების პროცესში აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 - მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სხ-ის ასაფრენი მასა არ უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ ასფრენ მასას, რომელიც მითითებულია სეს-ში, აეროდრომის ბარომეტრული სიმაღლის და სხვა ნებისმიერი ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენე სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის გამოთვლის პროცესში.
5. დანიშნულების აეროდრომზე ან სათადრიგო აეროდრომზე წინასწარ გათვლილ დროში დაფრენისას სხ-ის გაანგარიშებული დასაფრენი მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სეს-ში მითითებულ მაქსიმალურ დასფრენ მასას, აეროდრომის ბარომეტრული სიმაღლის და სხვა ნებისმიერი ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენს, სხ-ის მაქსიმალური დასაფრენი მასის გამოთვლის პროცესში.
6. სხ-ის ასაფრენი მასა ან დანიშნულების აეროდრომზე ან სათადარიგო აეროდრომზე დაფრენისას დასაფრენი მასა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის მაქსიმალურ მასას, რომლის დროსაც იყო დემონსტრირებული სხ-ის შესაბამისობა ხმაურის სერტიფიცირების სტანდარტებთან. გარდა იმ აეროდრომებისა, რომლებზეც გამონაკლისის სახით არ ვრცელდება ხმაურზე შეზღუდვები.
7. კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, ან ნებისმიერი სხვა მიზეზების გამო სხ-ს უნდა შეეძლოს შეწყვიტოს აფრენა და გაჩერდეს „შეწყვეტილი აფრენისათვის არსებულ მანძილის“ საზღვრებში, ან გააგრძელოს აფრენა და გადაიფრინოს მიმართულების ხაზზე არსებული ყველა დაბრკოლება, ისეთ ვერტიკალურ ან ჰორიზონტალური დაშორებებით, სანამ სხ-თვის შესაძლებელი არ იქნება ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესრულება. აფრენისას წინ არსებული დაბრკოლებების სრული არეალის დადგენის პროცეში, გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი პირობები, როგორიც არის: სანავიგაციო სიზუსტე და ქარის გვერდითი მდგენელი.
შენიშვნა: 1. ჰორიზონტალური და ვერტიკალური დაშორებების განმსაზღვრელი სტანდარტების სახელმძღვანელო მასალები მოცემულია ამ წესის მე-11 დანართში.
2. აფრენისათვის ადზ-ის აუცილებელი-არსებული დისტანციის(მანძილის) განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია ადზ-ს გარკვეული მონაკვეთის გამოკლება, რაც განპირობებულია სხ-ის ადზ-ის ღერძულ ხაზზე გამოყვანასთან.
8. კრიტიკული ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სხ-ს უნდა შეეძლოს ძირითადი ან დაგეგმილი სათადარიგო მარშრუტის, ნებისმიერი წერტილიდან გააგრძელოს ფრენა, მინიმალურ აბსოლიტურ სიმაღლის შენარჩუნებით, იმ აეროდრომამდე სადაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულება.
9. სამი ან მეტ ძრავიანი სხ-ის ფრენა ისეთ მარშრუტებზე სადაც სათადარიგო აეროდრომების განლაგება და ფრენის საერთო მანძილი ისეთია, რომ გასათვალისწინებელია მეორე ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, უსაფრთხოების საერთო დონის შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი ორი ძრავის მტყუნების შემთხვევაში, სხ-მა უნდა შეძლოს ფრენის გაგრძელება და დაფრენა, მარშრუტზე არჩეულ სათადარიგო აეროდრომზე.
10. სხ-მა უნდა შეძლოს დანიშნულების აეროდრომზე ან სათადარიგო აეროდრომზე დაფრენა, დაშვების ტრაექტორიის ხაზზე არსებული ყველა დაბრკოლების უსაფრთხო- მინიმალურ სიმაღლეზე გადაფრენის შემდეგ, იმის გარანტიით რომ სხ შეძლებს გაჩერებას (ან ჰიდროსხ-ის შემთხვევაში-შეამციროს სიჩქარე მინიმუმამდე) დაფრენისათვის არსებული დისტანციის ფარგლებში. ამავ დროულად, დასაფრენად შემოსვლის და დაფრენის ეტაპებზე გათვალისწინებული უნდა იყოს პილოტირების ტექნიკაში სავარაუდო განსხვავებებ