1. 5701-დან 27001კგ-მდე  მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ები, რომლებზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს FDR  II-ით.

2. ყველა აირტურბინული მრავალძრავიანი, 5701კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1990 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს FDR  IIA-თი.

3. აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრიდან 1989 წლის 1 იანვრამდე, (ამ მუხლის მე-12 პუნქტით მითითებულის გამოკლებით) უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც აღირიცხება დრო, აბსოლუტური სიმაღლე, საჰაერო სიჩქარე, ჩვეული აჩქარება და კურსი.

4. აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრიდან 1989 წლის 1 იანვრამდე, (ამ მუხლის მე-12 პუნქტით მითითებულის გამოკლებით) უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც აღირიცხება დრო, აბსოლუტური სიმაღლე, საჰაერო სიჩქარე, ჩვეული აჩქარება, კურსი და სხვა ის პარამეტრები, რაც საჭიროა ტანგაჟის, დაფერდების, რადიოგადაცემისას მანიპულაციების, ყოველი ძრავის წევის დასადგენად.

5. აირტურბინულძრავიანი, 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრიდან 1989 წლის 1 იანვრამდე, და მიეკუთვნება იმ ტიპებს, რომელთა პროტოტიპიც სერტიფიცირებული იყო ეროვნული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, 1969 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR  II-ით.

6. აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრამდე, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც აღირიცხება დრო, აბსოლუტური სიმაღლე, საჰაერო სიჩქარე, ჩვეული აჩქარება და კურსი.

7.  აირტურბინულძრავიანი, 27000კგ-ზე  მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრამდე, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც აღირიცხება დრო, აბსოლუტური სიმაღლე, საჰაერო სიჩქარე, ჩვეული აჩქარება, კურსი და სხვა ის პარამეტრები, რომელიც საჭიროა რომ დადგინდეს:

ა) სხ-ის სივრცობრივი მდებარეობა ფრენის ტრაექტორიაზე;

ბ) ფრენის ტრაექტორიის განმსაზღვრელი, სხ-ზე მოქმედი, ძირითადი ძალები და მათი წარმოშობა.

8. აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2005 წლის  1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR  IA-თი.

9. ნებისმიერი სხ-ი, რომელზედაც უნდა აღირიცხოს ჩვეული, განივი და გრძივი აჩქარებების მონაცემები, და რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე პირველად წარედგინება 2016 წ. 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომელიც ამ პარამეტრებს არეგისტრირებს შერჩევისა და რეგისტრაციის 0,0625 წამის მაქსიმალური ინტერვალით.

10. ნებისმიერი სხ-ი, რომელზედაც უნდა აღირიცხოს პილოტის მოქმედებები და/ან ძირითადი სამართი ორგანოების მდებარეობა (ტანგაჟი, დაფერდება, მიმოქანება), და რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატი მიღებაზე პირველად წარდგენილია 2016 წ. 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომელიც ამ პარამეტრებს არეგისტრირებს შერჩევისა და რეგისტრაციის 0,125 წამის მაქსიმალური ინტერვალით.

შენიშვნა: ნებისმიერ სხ-ებისათვის, რომელთა მართვის სისტემაში, მართვის სიბრტყეების მოძრაობა უკუქმედია პილოტის მოქმედებასთან, გამოიყენება სიტყვა „ან“. იმ სხ-ებისათვის, რომელთა მართვის სისტემაში, მართვის სიბრტყეების მოძრაობა პირდაპირ ქმედია პილოტის მოქმედებასთან, გამოიყენება სიტყვა „და“. სხ-ებზე, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებლად მოძრავი სიბრტყეები, ყოველი სიბრტყის მდგომარეობა უნდა რეგისტრირდებოდეს ცალცალკე. სხ-ებზე, რომლებსაც გააჩნიათ ძირითად მართვის ორგანოებზე პოლოტის მოქმედების დამოუკიდებელი სისტემა, პილოტის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მართვის ძირითადი ორგანოების ცვლილებებზე უნდა რეგისტრირდებოდეს ცალ-ცალკე.

11. აირტურბინულძრავიანი, 5701კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე წარდგენილია 2016 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს:

ა) FDR  II-ით; ან

ბ) AIR C კლასით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ისათვის ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან

გ)ADRS-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს ამ წესების მე-8 დანართის A9-3 ცხრილით მითითებული პარამეტრები.

შენიშვნა: ვიზუალური მდგომარეობის საბორტო რეგისტრატორების(AIR) კლასიფიკაცია  იხ. ჩიკაგოს კონვენციის № 6 დანართის,  I ტომის,  მე-9 დამატება 4.1 პუნქტში.

12. აირტურბინულძრავიანი, 5701კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2016 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს:

ა) FDR  II-ით; ან

ბ) AIR  C კლასით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ისათვის ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან

გ) ADRS-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს ამ წესების მე-8 დანართის A9-3 ცხრილით მითითებული ძირითადი პარამეტრები.

13. 27000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს FDR  I-ით.

14. სხვადასხვა ტიპის FDR-ის გამოყენება უნდა შეწყდეს:

ა) კილიტაზე მექანიკური ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.

ბ)სიხშირული მოდულაციის მეთოდით ჩანაწერის მქონე ანალოგური FDR-ის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრიდან.

გ) ფოტოფირზე  ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.

დ) მაგნიტურ ლენტზე ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილი უნდა იყოს 2016 წლის 1 იანვრიდან.

შენიშვნა: 1. ნებისმიერ FDR-ს შეუძლია მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 25სთ-ის ჩანაწერის შენახვა, FDR IIА-ს  გამოკლებით, რომელსაც შეუძლია მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 30წთ-ის ჩანაწერის შენახვა.

2 CVR-ის მახასიათებლების მოთხოვნები მოცემულია EUROCAE ED-112-ში„დარტყმამედეგი საბორტო სისტემების რეგისტრატორების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები“ (MOPS)

3. CARS-ის მახასიათებლების მოთხოვნები მოცემულია EUROCAE ED-155-ში „დარტყმამედეგი საბორტო სისტემების რეგისტრატორების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები“ (MOPS).

15.  აირტურბინულძრავიანი ორპილოტიანი, 2250კგ-დან 5700კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე პირველად წარდგენილია 2016 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR ან CARS-ით.

16. აირტურბინულძრავიანი ორპილოტიანი 5700კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც ინდივიდუალურისაფრენად ვარგისობის მოწმობა პირველად გაიცემა 2016 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR ან CARS-ით.

17. აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2003 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით, რომელსაც შეუძლია მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 2სთ-ის ჩანაწერის შენახვა.

18. ნებისმიერი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით.

19. აირტურბინულძრავიანი, 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრამდე, უნდა აღიჭურვოს CVR-ით.

20. აირტურბინულძრავიანი, 5701-დან  27000კგ-მდე ჩათვლით მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრამდე,  უნდა აღიჭურვოს CVR-ით.

შენიშვნა:  2016 წლის 1 იანვრიდან, მაგნიტურ ლენტზე და მავთულზე ჩანაწერის მქონე CVR-ი არ გამოყენება.

21.  ნებისმიერ CVR-ს უნდა შეეძლოს მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 30წთ-ის ჩანაწერის შენახვა;

22. 2016 წლის 1 იანვრიდან, ნებისმიერი CVR უნდა უზრუნველყოს მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 2სთ-ის ჩანაწერის შენახვას;

23. ნებისმიერი სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1990 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის, სულ ცოტა, ბოლო 2სთ-ის ჩანაწერის შენახვას.

24. კვების სათადარიგო წყარო უნდა ჩაირთოს ავტომატურად და უზრუნველყოს 10 წუთის (+1წთ) განმავლობაში CVR-ს მუშაობა იმ შემთხვევაში თუ, სხ-ის ბორტზე წყდება თვითჩამწერზე ელექტროენერგიის მიწოდება, ან ეს ხდება ელექტროენერგიის საშტატო გამორთვის შედეგად ან ნებისმიერი სხვა მიზეზით. კვების სათადარიგო წყარომ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიით CVR– და მის მიკროფონები, რომლებიც დამონტაჟებულია ეკიპაჟის კაბინაში. CVR უნდა განლაგდეს კვების წყაროსთან რაც შესაძლებელია ახლოს.

შენიშვნა: ,,სათადარიგო“ ნიშნავს ცალკეულ, CVR-ზე მიმწოდებელ  ელექტროენერგიის ძირითად წყაროსაგან დამოუკიდებელს. სხ-ის აკუმულატორების ან სხვა კვების წყაროს გამოყენება მისაღებია იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები შესრულებულია და საშიშროების ქვეშ არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომხმარებლების ელექტრომომარაგება ან არ წარმოიქმნება ელექტროხაზის გადატვირთვა.

25. როდესაც CVR-ს ფუნქცია გაერთიანებულია ერთ ბლოკში სხვა ჩამწერ ფუნქციებთან, ამ შემთხვევაში ნებადართულია სხვა ფუნქციების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა.

26. 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ყველა სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის მოწმობის მიღების განაცხადი იქნება წარდგენილი 2018 წლის  1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ,  უნდა აღიჭურვოს ელექტროენერგიის სათადარიგო წყაროთი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომომარაგებით ძირითად CVR-ს თვითმწერების კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში.

27. 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ყველა სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის  მოწმობა პირველად გაიცემა 2018 წლის  1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ,  უნდა აღიჭურვოსელექტროენერგიის სათადარიგო წყაროთი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომომარაგებით ერთ CVR-ს მაინც.

შენიშვნა:  მონაცემების გადაცემის ხაზის აღმრიცხველების  მახასიათებლებისადმი წაყენებული მოთხოვნები იხ. EUROCAE ED-112-ში „დარტყმამედეგი საბორტო სისტემების რეგისტრატორების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები“ (MOPS)

28. ნებისმიერი სხ-ი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2016 წლის  1 იანვრიდან და სადაც გამოიყენება ამ წესების დანართი 8-ში ჩამოთვლილი კავშირის  სახეობა და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითმწერით.

29. ნებისმიერი სხ-ი, რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის  1 იანვრიდან და სადაც გამოიყენება ამ წესების დანართი 8-ში ჩამოთვლილი კავშირის  სახეობა და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითმწერით.

შენიშვნა:  1. ამჟამად, კავშირი მონაცემების გადაცემის ხაზით ხორციელდება ATN-ის ფარგლებში ან  FANS 1/A-თი აღჭურვილი სხ-ებით.

2. B კლასის AIR-ი შეიძლება გამოყნებული იყოს ბორტზე/ბორტიდან  მონაცემების გადაცემის ხაზის შეტყობინებების აღრიცხვის საშუალებად, როცა მიზანშეუწონელია ან მეტად ძვირია FDR-ზე ან CVR-ზე რეგისტრირებ