1. საქართველოში რეგისტრირებული სხ-ების ექსპლუატაციის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების (სტმ) ზოგად ნორმებს და ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ერთძრავიანი სხ-ბის ექსპლუატაცია დასაშვებია მხოლოდ მითითებულ ამინდისა და განათების პირობებში, მითითებულ მარშრუტებზე და სათანადო გადახრით ამ მარშრუტებიდან, რომლებიც ძრავის მტყუნების შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევა  განხორციელდეს უსაფრთხო იძულებითი დაფრენა. გამონაკლისს წარმოადგენს ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

3. როგორც გამონაკლისი, ჩიკაგოს კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, იმ სხ-ებზე, რომელთა მიმართ არ გამოიყენება კონვენციის მე-8 დანართის III A და III B ნაწილის დებულებები, სააგენტომ უნდა მიიღოს ზომები, რათა სტმ-ის დონე, ამ წესების 46-ე მუხლის თანახმად უზრუნველყოფილი იყოს პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში.

4. ამ თავით დადგენილი ნორმების გამოყენებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა ის ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სხ-ის სტმ-ზე. (ისეთი ფაქტორები, როგორიც არის: სხ-ს მასა, საექსპლუტაციო პროცედურები, ბარომეტრული სიმაღლე, აეროდრომის სიმაღლის გადამეტება,  გარე ტემპერტურა, ქარი, ადზ-ის დაქანება და ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობა ან ჰიდრო სხ-ბის შემთხვევაში წყლის ზედაპირის მდგომარეობა, მაგრამ არა მათი შეზღუდვით) ეს ფაქტორები განიხილება, როგორც უშუალო საექსპლუტაციო პარამეტრები, რომლებიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული სხ-ის  სტმ-ის დადგენისას ან შეიძლება შედიოდეს იმ საერთო დაზუსტებულ სტმ-ში, რომლის თანახმადაც ექსპლუატაცია ეწევა სხ-