1. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი, როდესაც ახორციელებს ფრენების კონტროლსა და დაკვირვებას, ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

ა) უწევს დახმარებას სხ-ის მეთაურს გაფრენისწინა მომზადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით;

ბ) უწევს დახმარებას სხ-ის მეთაურს ოპერატიული სამუშაო გეგმის და ფრენის მართვის ორგანოსთვის (ფმო) მისაწოდებელ ფრენის გეგმის მომზადებაში. როცა ეს მისაღებია, ხელს აწერს და აწვდის ფრენის გეგმას შესაბამის ფმო-ს;

გ) შესაბამისი საშუალებების დახმარებით უზრუნველყოფს სხ-ის მეთაურს ფრენისას ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებისთვის.

2. ავარიულ სიტუაციაში ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი:

ა) ინიცირებას უწევს ფრენის შესრულების სახელძღვანელოთი გათვალისწინებულ პროცედურების შესრულებას, ამასთანავე თავს არიდებს ისეთი ქმედებების გატარებას რაც ეწინააღმდეგება ფრენის მოძრაობის მართვის წესებს;

ბ) გადასცემს სხ-ის მეთაურს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხო შესრულებისთვის, აგრეთვე ფრენის გეგმის შეცვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საჭიროება შესაძლოა წარმოიქმნას ფრენის შესრულების დროს.

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ ავარიულ ვითარებაში სხ-ის მეთაურმა ანალოგიური ინფორმაცია გადასცეს ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერ