1. ავიადისპეტჩერის მოწმობის გაცემისას კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „ავიადისპეტჩერის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

ბ.ა) ავიადისპეტჩერის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პროცედურები; ავიაკომპანიის ფშს;

საჰაერო ხომალდებზე ზოგადი ცოდნა

ბ.ბ) ძრავების, სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები; სხ-ებისა და ძალური დანადგარების საექსპლუატაციო შეზღუდვები;

ბ.გ) მინიმალურად საჭირო მოწყობილობის ჩამონათვალი;

საფრენოსნო მახასიათებლების გაანგარიშება, დაგეგმვა და დატვირთვა

ბ.დ) სხ-ების საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებზე დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა; მასისა და გაწონასწორების გაანგარიშება;

ბ.ე) ფრენის ოპერატიული დაგეგმვა; საწვავის ხარჯისა და ოდენობის მიხედვით ფრენის ხანგრძლივობის გამოთვლა; სათადარიგო აეროდრომის ამორჩევის პროცედურები; მარშრუტზე კრეისერული ფრენის მართვა; ფრენის გაზრდილი მანძილი;

ბ.ვ) სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა;

ბ.ზ) კომპიუტერის მეშვეობით დაგეგმარების ძირითადი პრინციპები;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.თ) ადამიანის შესაძლებლობები ავიადისპეტჩერთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683).

მეტეოროლოგია

ბ.ი) საავიაციო მეტეოროლოგია; დაბალი და მაღალი წნევის ჰაერის მასის გადაადგილება; ფრონტების აგებულება; აფრენის, მარშრუტზე ფრენისა და დაფრენის პირობებზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული მოვლენების წარმოქმნა და მახასიათებლები;

ბ.კ) საავიაციო მეტეოცნობების, რუკებისა და პროგნოზების ცოდნა და გამოყენება; კოდები და შემოკლებები; მეტეოინფორმაციის მიღებისა და გამოყენების წესი;

ნაოსნობა

ბ.ლ) აერნაოსნობის პრინციპები; სახელსაწყო ფრენის წესები;

საექსპლუატაციო წესები

ბ.მ) სააერნაოსნო საბუთებით სარგებლობა;

ბ.ნ) ჩვეულებრივი და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პროცედურები;

ბ.ო) საავიაციო მოვლენებთან დაკავშირებული პროცედურები; ავარიულ ვითარებაში ფრენის წესები;

ბ.პ) სხ-ებზე უკანონო ჩარევებსა და დივერსიულ აქტებთან დაკავშირებული პროცედურები;

ფრენის პრინციპები

ბ.ჟ) შესაბამისი თანრიგის სხ-ების ფრენის პრინციპები;

რადიოკავშირი

ბ.რ) სხ-ებთან და სახმელეთო სადგურებთან კავშირის წარმართვის წესები.

გ) გამოცდილება – კანდიდატმა შეიძინა შემდეგი გამოცდილება:

გ.ა) ქვემოთ ჩამოთვლილ თანამდებობებზე, ერთ-ერთზე ან რამდენიმეზე, საერთო ჯამში, იმუშავა ორი წელი, იმ პირობით, რომ თითოეულზე სამუშაო სტაჟი შეადგენს არანაკლებ ერთ წელს:

გ.ა.ა) სატრანსპორტო ავიაციის სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი;

გ.ა.ბ) სატრანსპორტო ავიაციის ფრენის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მეტეოროლოგი;

გ.ა.გ) სმ მეთვალყურე ან ავიადისპეტჩერების ტექნიკური ხელმძღვანელი ან სატრანსპორტო ავიაციის საფრენოსნო სამსახურის ტექნიკური ხელმძღვანელი;

გ.ა.დ) სატრანსპორტო ავიაციის სხ-ების მომსახურების დამხმარე მუშაკი;

გ.ა.ე) წარმატებით დაამთავრა პირველადი მომზადების კურსი;

გ.ბ) კანდიდატმა, განცხადების წარდგენამდე 6 თვის განმავლობაში, ავიადისპეტჩერის ზედამხედველობით, იმუშავა არანაკლებ 90 სამუშაო დღე;

დ) უნარი – კანდიდატმა უჩვენა საკუთარი შესაძლებლობები:

დ.ა) ყოველდღიური სინოპტიკური რუკებისა და ამინდის ცნობების სერიის საფუძველზე, შეძლოს, საექსპლუატაციო თვალსაზრისით მისაღები, ამინდის ზუსტად გაანალიზება; კონკრეტული საჰაერო ტრასის რაიონში ამინდის პირობებზე ინსტრუქტაჟის ჩატარება; სატრანსპორტო ავიაციისათვის ამინდის პროგნოზის შედგენა, დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე ყურადღების გამახვილებით;

დ.ბ) ტრასის კონკრეტული მონაკვეთისათვის ფრენის ოპტიმალური ტრაექტორიის განსაზღვრა; ფრენის ზუსტი გეგმების ხელით ან კომპიუტერის მეშვეობით მომზადება;

დ.გ) უზრუნველყოს ავიადისპეტჩერის მოწმობის მფლობელის მოვალეობების შესაბამისი ოპერატიული ზედამხედველობა და, არახელსაყრელ მეტეოპირობებში ფრენისას, ეკიპაჟს გაუწიოს ყველა სახის დახმარება.

2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ავიადისპეტჩერის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია ავიადისპეტჩერის დანიშნულება შეასრულოს ნებისმიერ იმ რაიონში, სადაც უფლება აქვს მინიჭებულ