1. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს ფრენების წარმოებაზე თვალყურისა და კონტროლის დამტკიცებული მეთოდით, უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ მოწმობას.
2. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები მოწმობის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ის მომზადებულია ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების მოთხოვნების შესაბამისად და თავის ფუნქციებს ასრულებს სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
3. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი არ დაიშვება სამუშაოდ, თუ მან:
ა) წარმატებით არ აქვს გავლილი ექსპლუატანტის სპეციალიზირებული სასწავლო კურსი;
შენიშვნა: ასეთი სასწავლო კურსის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს სწავლების სახელმძღვანელო იკაოს DOC 7192-ს D–3 ნაწილი ,,ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი“.
ბ) განვლილი 12 თვის განმავლობაში არ შეასრულა ერთი საკვალიფიკაციო ფრენა მაინც ნებისმიერ რაიონში, რომლის ფარგლებშიც ის არის უფლებამოსილი განახორციელოს ფრენების კონტროლი, ერთი მიმართულებით სხ-ის პილოტების კაბინაში.
შენიშვნა: საკვალიფიკაციო ფრენის მიზნებისთვის, ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტს/ავიადისპეტჩერს უნდა შეეძლოს აწარმოოს საფრენოსნო ეკიპაჟის შიდა კავშირის, რადიოკავშირის საშუალებების და ეკიპაჟის წევრების მოქმედებაზე მონიტორინგი.
გ) ექსპლუატანტს არ დაუდასტურებს ცოდნას:
გ.ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს;
გ.ბ) გამოსაყენებელი საბორტო რადიოაღჭურვილობის;
გ.გ) გამოსაყენებელი საბორტო სანავიგაციო აღჭურვილობის.
დ) ექსპლუატანტს არ დაუდასტურა ცოდნა იმ საკითხებში, რომლებიც ეხება იმ ფრენებს, რომელზეც ის პასუხისმგებელია და რაიონებს, რომლის ფარგლებში უფლებამოსილია აკონტროლოს ფრენები:
დ.ა) სეზონურ მეტეოროლოგიურ პირობებზე და მეტეოინფორმაციის მიღების წყაროებზე;
დ.ბ) მეტეოპირობების ზემოქმედებაზე საბორტო რადიოაღჭურვილობის მიერ რადიოსიგნალის მიღებაზე;
დ.გ) ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული ყველა ნავიგაციური სისტემის თავისებურებაზე და შეზღუდვებზე;
დ.დ) სხ-ების დატვირთვის ინსტრუქციაზე.
ე) ექსპლუატანტს არ დაუდასტურა ცოდნა და უნარი ფრენის მომზადების სპეციალისტთან/დისპეტჩერთან მიმართებაში ადამიანური შესაძლებლობების სფეროში.
ვ) ექსპლუატანტს არ დაუდასტურა თავისი ვალდებულებების შესრულების უნარი.
4. სამუშაოზე დაშვებული ფრენის მომზადების სპეციალისტი/ავიადისპეტჩერი მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ყველა იმ საექსპლუატაციო თავისებურებების ცოდნის დონეს, რომელსაც კავშირი აქვს მის საქმიანობასთან, ადამიანის შესაძლებლობის სფეროში ცოდნისა და უნარის ჩათვლით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალას, რომელიც ეხება ადამიანის შესაძლებლობის სფეროში ცოდნისა და უნარის დაუფლების პროგრამის შემუშავებას, შეიცავს იკაოს DOC 9683.
5. თუ 12 თვის განმავლობაში ფრენის მომზადების სპეციალისტს/დისპეტჩერს არ შეუსრულებია თავისი მოვალეობები, არ დაიშვება სამუშაოდ, სანამ არ დაკმაყოფილდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
სახელმძღვანელოები, საბორტო ჟურნალები,სააღრიცხვო საბუთე