1. პილოტს ეკრძალება შეასრულოს შემცვლელი პილოტის მოვალეობა, ფრენის კრეისერულ ეტაპზე,  სხ-ის კონკრეტულ ტიპზე და მოდიფიკაციაზე, თუ  მას ბოლო 90 დღის განმავლობაში:

ა) ამ ტიპის სხ-ზე, ფრენის კრეისერულ ეტაპზე არ შეუსრულებია, ხმ-ის, მეორე პილოტის ან შემცვლელი პილოტის მოვალეობა; ან

ბ) საფრენოსნო ოსტატობის შენარჩუნების მიზნით, ამ ტიპის სხ-ზე ან საწაფზე არ გაუვლია ვარჯიში, ფრენის კრეისერული ეტაპზე: სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში მოქმედების გათვალისწინებით და პრაქტიკულად არ შეუსრულებია დასაფრენად შესვლის და დაფრენის პროცედურები, თუნდაც არააქტიური პილოტის რანგში.

2. თუ შემცვლელი პილოტი დაშვებულია სხ-ის კონკრეტული ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე ან სხვადასხვა ტიპის სხ-ზე, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური საექსპლუტაციო პროცედურები, მართვისა და სისტემების ანალოგიური მახასიათებლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის  მოთხოვნები ვრცელდება ანალოგიურად, შესაბამის სხ-ის ტიპზე და მოდიფიკაციაზ