1. ხმ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ერთპილოტიან სხ-ზე, სფწ-ით  ან ღამის ფრენებზე დაიშვება ხმ, თუ მას ამავე კლასის სხ-ზე აქვს ნაფრენი არანაკლებ 50სთ, მათ შორის არანაკლებ 10 სთ ხმ-ის რანგში.

ბ) სფწ-თ ფრენებზე დაიშვება ხმ, თუ მას ამავე კლასის სხ-ზე სფწ-თ ნაფრენი აქვს არანაკლებ 25სთ, რომელიც შეიძლება იყოს ა) პუნქტში მითითებულ 50 სთ-ის შემადგენელი ნაწილი.

გ) ღამის ფრენებზე დაიშვება ხმ, თუ მას უკვე შესრულებული აქვს ღამის ფრენები, არანაკლებ 15 სთ, რომელიც შეიძლება იყოს ა) პუნქტში მითითებულ 50 სთ-ის შემადგენელი ნაწილი.

დ) უნდა ჰქონდეს ერთპილოტიან სხ-ბზე სფწ-ით ფრენის შემდეგი გამოცდილება:

დ.ა) შესაბამისი კლასის სხ-ზე, ბოლო 90 დღის განმავლობაში, მართვის ერთპილოტიან რეჟიმში  სფწ-ით შესრულებული არანაკლებ 5 ფრენა, მათ შორის, ხელსაწყოებით დასაფრენად გახორციელებული  3 შესვლა.

დ.ბ) ასეთივე სხ-ზე, ბოლო 90 დღის განმავლობაში, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის პროცესში ჩატარებული შემოწმება.

ე) ბოლო 90 დღის განმავლობაში, სხ-ის მართვის ერთპილოტიან რეჟიმში, ღამის პირობებში უნდა ჰქონდეს შესრულებული, არანაკლებ 3 აფრენა და დაფრენა, შესაბამისი კლასის სხ-ზე.

ვ) გავლილი უნდა ჰქონდეს მომზადების პროგრამა, დამატებით  მოიცავს შემდეგ საკითხებს: მგზავრობისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას ავარიული ევაკუაციის შემთხვევაში, ავტოპილოტის გამოყენების წესები და საფრენოსნო დოკუმენტაციის გამოყენების გამარტივებული მეთოდი.

2. ხომალდის მეთაურმა, ამ წესის 82-ე და 87-ე მუხლების  მოთხოვნების თანახმად, უნდა გაიაროს პირველადი და პერიოდული (განმეორებითი) მომზადებები, პროფესიონალური შემოწმებები, მართვის ერთპილოტიან რეჟიმში, შესაბამისი  ტიპის ან კლასის სხ-ზ