1. ექსპლუატანტმა, რომელსაც არ გააჩნია II კატეგორიით ფრენის გამოცდილება II კატეგორიით ფრენების შესრულების ნებართვის მისაღებად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს იმის დასაბუთება, რომ მას გააჩნია სხ-ის კონკრეტულ ტიპზე I კატეგორიით ფრენის მინიმუმ 12 თვის გამოცდილება.
2. ექსპლუატანტმა, რომელმაც განაცხადი შეიტანა III კატეგორიით ფრენების შესრულების ნებართვის მიღებაზე, სააგენტოს უნდა წარუდგინოს იმის დასაბუთება, რომ მას გააჩნია სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ფრენის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება და ამ პერიოდის განმავლობაში შესრულებული აქვს II კატეგორით დასაფრენად შესვლა და დაფრენა.
3. ექსპლუატანტმა, რომელსაც ადრე ჰქონდა II ან III კატეგორიით ფრენის გამოცდილება და რომელმაც განაცხადი შეიტანა II ან III კატეგორიით ფრენების შესრულების ნებართვის აღდგენაზე, სააგენტოს შემოკლებული პროგრამით უნდა წარუდგინოს იმის დასაბუთება, რომ მას შენარჩუნებული აქვს სხ-ის კონკრეტულ ტიპზე აღნიშნული კატეგორიებით ფრენის ადრე შეძენილი გამოცდილება.
4. იმ ექსპლუატანტმა, რომელიც დაშვებულია II ან III კატეგორიით დასაფრენად შესვლასა და დაფრენაზე როგორც ავტომატურ, ასევე ხელით მართვის რეჟიმში და რომელიც დამატებით გადადის HUDLS-ის სისტემის გამოყენებით II ან III კატეგორიით ხელით მართვის რეჟიმით დაფრენის შესრულებაზე, სათანადო ნებართვის მიღებისთვის უნდა შეასრულოს II ან III კატეგორიით ფრენებზე პირველადი დაშვებისთვის დადგენილი სრული მოცულობის საექსპლუატაციო დემონსტრირება.
5. II/III კატეგორიაზე დაიშვება ეკიპაჟის წევრი, თუ მას კონკრეტულ სხ-ის ტიპზე ნაფრენი აქვს არა ნაკლებ 200 სთ და გაიარა შესაბამისი მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის წევრს ახლად ათვისებულ სხ-ს ტიპამდე ჰქონდა დაშვება CATII/III-ზე, მას შეიძლება მიენიჭოს CAT-II/III ახლად ათვისებულ ტიპზე არანაკლებ 100 სთ ნაფრენის შემდე