1. დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის ნებართვის მოსაპოვებლად, ექსპლუატანტმა  სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი №3) და დაადასტუროს, რომ:

ა) სხ-ს  გააჩნია LVO-ს შესაბამის პირობებში ფრენისათვის საჭირო აღჭურვილობა;

ბ) LVO-ს შესაბამის პირობებში  ფრენებში ჩართული საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამა შემუშავებულია და საფრენოსნო ეკიპაჟს გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება;

გ) დადგენილია საექსპლუატაციო პროცედურები, რომელშიც  განსაზღვრულია შემდეგი:

გ.ა) საბორტო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა LVO-ს შესაბამის პირობებში ფრენების შესასრულებლად, მასთან მიმართებაში დადგენილი საექსპლუატაციო შეზღუდვებისა და მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის ჩათვლით;

გ.ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა და მისი წევრების კვალიფიკაცია;

გ.გ) ფრენის დაგეგმარების და ფრენისწინა მომზადების პროცედურები;

გ.დ) LVO-ს შესაბამის პირობებში აეროდრომზე მოძრაობის, აფრენის, დასაფრენად შესვლის, მეორე წრეზე წასვლის და დაფრენის პროცედურები;

გ.ე) ფრენის შემდგომი პროცედურები;

გ.ვ) მოთხოვნები ინციდენტის  შეტყობინების შესახებ;

შენიშვნა: საექსპლუატაციო პროცედურების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია  ICAO-ს Doc 9365  და EASA 965/2012 დოკუმენტის, დანართი V, Part SPA.LVO, Subpart E ნაწილში.

დ) მწარმოებელის მიერ დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე შედგენილია ტექნიკური მომსახურების პროგრამა,  რომელიც უნდა შეიცავდეს  ბორტზე დამონტაჟებული შესაბამისი სისტემების ტექნიკური მომსახურების პროცედურებს.

3. დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენების სახეობებია:

ა)  დაბალი ხილვადობის პირობებში აფრენა (LVTO) – აფრენა RVR-ის 400მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით;

ბ) II კატეგორიის პირობებში დასაფრენად შესვლა და დაფრენა (CAT II) – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 60მ-ზე (200ფუტი) ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 30მ (100ფტ) და ადზ-ზე ხილვადობის სიშორე არანაკლებ 300მ;

გ) III კატეგორიის პირობებში დასაფრენად შესვლა და დაფრენა  (CAT III) – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30მ-ზე (100ფტ) ნაკლები ან გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე ხილვადობის სიშორე  300 მ-ზე ნაკლები ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეუზღუდავად;

დ) დასაფრენად შესვლა ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის ისეთი სისტემის (EVS, SVS ან CVS) მეშვეობით, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება ე.წ. „საექსპლუატაციო კრედიტი (შეღავათი)“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადზ-ზე ხილვადობის სიშორის გამოქვეყნებული მინიმუმის  შემცირება, მაგრამ არაუმეტეს ერთი მესამედით;

ე) დასაფრენად შესვლა კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) გამოყენებით, რომელთან მიმართებაშიც მიეცემა ე.წ. „საექსპლუატაციო კრედიტი (შეღავათი)“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადზ-ზე ხილვადობის სიშორის გამოქვეყნებული მინიმუმის  შემცირება.

შენიშვნა: LVO-ს პირობებში ფრენის სახელმძღვანელო მასალას მოიცავს:

- იკაო-ს Doc. 9365;

- სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“  მე-17, 30-ე და 72-ე მუხლები და დანართები №16 და №19.

- ევროკავშირის რეგულაციის (Regulation (EU) 965/2012 AMC6 SPA.LVO.105 ნაწილ