1. MNPS/NAT HLA-ის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში, სპეციალური სპეციფიკაციების მიხედვით ფრენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
შენიშვნა 1: MNPS/NAT HLA საჰაერო სივრცეში ფრენის პროცედურები მოცემულია:
- იკაოს Doc 7030-ში (დამატებითი რეგიონალური პროცედურები);
- იკაოს ევროპული ბიუროს დოკუმენტ NAT Doc 007-ში;
- სააერნაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ კრებულებში.
2. MNPS/NAT HLA-ის მოთხოვნების მიხედვით საჭირო სპეციალური ნებართვების მიღებისთვის ექსპლუატანტმა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი №1) და დაადასტუროს, რომ:
ა) სხ-ის სანაოსნო მოწყობილობას გააჩნია MNPS/NAT HLA-ის სივრცეში ფრენისათვის საჭირო მახასიათებლები;
ბ) სხ-ის სანაოსნო ინფორმაციის ასახვის ეკრანები, ინდიკატორები და მართვის ელემენტები ორივე პილოტის მხედველობის არეშია და ხელმისაწვდომია მათი სამუშაო ადგილებიდან;
გ) MNPS/NAT HLA-ის სივრცეში ფრენებში ჩართული საფრენოსნო ეკიპაჟები მომზადებულია დადგენილი პროგრამის შესაბამისად;
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს ევროპული ბიუროს დოკუმენტ NAT Doc 007-ში.
დ) დადგენილია საექსპლუატაციო პროცედურებ