MNPS/NAT HLA-ის სივრცეში ფრენის შესრულების დროს, საექსპლუატაციო პროცედურები უნდა ასახავდეს:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მომზადების პროცედურებს;
ბ) გაფრენისწინა მომზადების მოთხოვნებს, რომელიც შეიცავს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) გამოყენებას;
გ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული MNPS/NAT HLA-ის სივრცეში ფრენის დაწყებამდე;
დ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული MNPS/NAT HLA-ის სივრცეში ფრენის შესრულების დროს;
ე) სისტემებისთვის სტანდარტულ და არასტანდარტულ (გაუთვალისწინებელ) ვითარებაში მოქმედების პროცედურებს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ე.ა) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, მათ შორის ექსპლუატანტისთვის და სააგენტოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების შეტყობინება, როგორიცაა:
ე.ა.ა) სანავიგაციო უზუსტობები;
ე.ა.ბ) მოულოდნელი გადახრები განივი ან ვერტიკალური ფრენის ტრაექტორიიდან;
ე.ა.გ) MNPS/NAT HLA-ის ნაოსნობის აღჭურვილობის სრული ან მრავალჯერადი მტყუნება;
ე.ბ) სანავიგაციო უზუსტობების შეტყობინების აღრიცხვას და ანალიზს იმისათვის, რომ განისაზღვროს საჭიროა თუ არა გამოსასწორებელი ქმედებების განხორციელება. ასეთი ქმედებები შეიძლება მოიცავდეს სანავიგაციო მოწყობილობების/აღჭურვილობის მოდიფიკაციას ან ჩანაცვლებას, ან საექსპლუატაციო პროცედურების შეცვლას. ყველა მაკორექტირებელი ქმედებები უნდა იქნეს დოკუმენტირებული.