1. ექსპლუატანტი ვალდებულია გამოიყენოს სანავიგაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზები RNAV/PBN/RNP ნაოსნობის ყველა სპეციფიკაციისათვის, გარდა RNAV 10 და RNAV 5-ისა.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია დანერგოს პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მიმდინარე ელექტრონული სანაოსნო მონაცემების დროული განახლება და გავრცელება ყველა იმ სხ-სთვის, რომლისთვისაც ეს საჭიროა. აღნიშნული პროცედურები შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
3. ბაზების განახლების უზრუნველყოფა, უზუსტობების შემოწმებისა და სანავიგაციო მონაცემთა მომწოდებლისთვის შეტყობინებების პროცედურები გაწერილი უნდა იყოს საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში.
4. ექსპლუატანტს შეუძლია გამოიყენოს მე-2 ტიპის (DAT Type 2) ან ეკვივალენტური სერტიფიკატის მფლობელის მიერ მოწოდებული სანავიგაციო ელექტრონული ბაზების მონაცემები.