RVSM-ის მოთხოვნების მიხედვით საჭირო სპეციალური ნებართვების მისაღებად ექსპლუატანტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი 2) და დაუდასტუროს, რომ:
ა) სხ-ის აღჭურვილობას გააჩნია RVSM-ის სივრცეში ფრენისათვის საჭირო მახასიათებლები;
ბ) დადგენილია, ფრენის განსაზღვრული სიმაღლიდან გადახრის მონიტორინგის და შეტყობინების პროცედურები;
გ) RVSM-ის სივრცეში ფრენებში ჩართული საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამა შემუშავებულია და საფრენოსნო ეკიპაჟს გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება;
დ) დადგენილია საექსპლუატაციო პროცედურები;
ე) სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანების 74-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დადგენილია შემოწმების და კონტროლის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ექსპლუატანტის სხ-ების პარკის ნაწილის შემოწმება საკონტროლო პუნქტების მიე