1. RVSM-ის საჰაერო სივრცეში ფრენის დროს, ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) 72 საათის განმავლობაში შეატყობინოს სააგენტოს სხ-ის მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან საექსპლუატაციო მიზეზების გამო ფრენის სიმაღლიდან გადახრის შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გადახრის გამომწვევი ფაქტორების პირველად ანალიზს და იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც ჩატარდა მისი გამეორების თავიდან ასაცილებლად. შეტყობინება მიეწოდება სააგენტოს, როდესაც:
ა.ა) სიმაღლის საშუალო ჯამური ცდომილება (TVE) 90 მ-ს (300 ფუტი) უდრის ან მეტია;
ა.ბ) სიმაღლის საზომი სისტემის ცდომილება (ASE) 75 მ-ს (245 ფუტი) უდრის ან მეტია;
ა.გ) განსაზღვრული აბსოლუტური სიმაღლიდან გადახრა (AAD) 90 მ-ს (300 ფუტი) უდრის ან მეტია.
ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, რომლითაც იქნა გამოწვეული გადახრები და წარადგინოს სააგენტოში შესაბამისი ანგარიშები.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ექსპლუატანტს, რომელიც ტექნიკური ან საექსპლუატაციო მიზეზების გამო რეგულარულად არღვევს RVSM -ის ზონაში ფრენის წესებს, შეუჩეროს RVSM -ის ზონაში ფრენის ნებართვა.
თუ სიმაღლიდან გადახრები გამოწვეულია ერთ კონკრეტულ სხ-ზე, შესაძლებელია RVSM -ის ზონაში ფრენის უფლება შეუჩერდეს ამ კონკრეტულ სხ-ს.
თუ ექსპლუატანტის მიერ მიღებული ზომები არ არის საკმარისი, სიმაღლიდან გადახრის მიზეზების აღმოფხვრისათვის, სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს RVSM -ის ზონაში ფრენის ნებართვა.