1. პირველადი ნებართვის მიღების შემდეგ, ექსპლუატანტს განუწყვეტელი მონიტორინგის ქვეშ უნდა ჰქონდეს ყოველი ფრენა, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს საფრენოსნო ეკიპაჟის ანგარიშები და თვითმწერის მონაცემები.
2. 12 თვის განმავლობაში შენახვას ექვემდებარება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სხ-ის კონკრეტულ ტიპზე, II/III კატეგორიების დასაფრენად შესვლის (ფაქტობრივი და საწვრთნელი) საერთო რაოდენობა;
ბ) აეროდრომზე და სხ-ზე რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში წარუმატებელი დასაფრენად შესვლის ან/და დაფრენის შესახებ ანგარიშები შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ბ.ა) საბორტო მოწყობილობის მტყუნება;
ბ.ბ) მიწისზედა საშუალების არამდგრადი მუშაობა;
ბ.გ) საჰაერო მოძრაობის მართვის (ATC) ორგანოს მიერ გაცემული მითითების საფუძველზე დასაფრენად მეორე წრეზე წასვლა;
ბ.დ) სხვა მიზეზები.
3. ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება თითოეულ სხ-ზე არსებული დაფრენის ავტომატური სისტემის ან ადზ-სთან შეხებამდე HUDLS-ის სისტემის (თუ ასეთი დაყენებულია) ფუნქციონირების კონტროლ