1. დაბალი ხილვადობის პირობებში ადზ-ზე ხილვადობის 400 მ-ზე ნაკლები სიშორით აფრენის შესრულების დაშვებამდე, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა უნდა გაიარონ შემდეგი მომზადება:
ა) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში სტანდარტული აფრენა;
ბ) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში აფრენა ძრავის მტყუნებისას:
ბ.ა) თვითმფრინავებთან მიმართებაში, სიჩქარეთა V1-დან V2-მდე (აფრენის უსაფრთხო სიჩქარეები) დიაპაზონში, რამდენადაც ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლებელია;
ბ.ბ) შვეულმფრენებთან მიმართებაში, აფრენისას – გადაწყვეტილების მიღების წერტილში (TDP) ან მის შემდეგ;
გ) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში აფრენა, როდესაც ძრავის მტყუნება მოხდა:
გ.ა) თვითმფრინავებთან მიმართებაში, V1 სიჩქარის განვითარებამდე, აფრენის შემდგომი შეწყვეტით;
გ.ბ) შვეულმფრენებთან მიმართებაში, აფრენისას – გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (TDP).
2. ექსპლუატანტმა, რომლისათვის ნებადართულია დაბალი ხილვადობის პირობებში (LVTO) ადზ-ზე ხილვადობის 150 მ-ზე ნაკლები სიშორით აფრენა, უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მომზადება პილოტებს ჩაუტარდეს ფრენის იმიტაციის საწვრთნელ მოწყობილობაზე (საწაფზე (FSTD). აღნიშნული მომზადების პროცესში გამოიყენებული უნდა იქნეს ყველა სპეციალური პროცედურა და მოწყობილობა.