1. EDTO წესებით ფრენის შემთხვევაში, თუ ფრენის დრო, მარშრუტის ნებისმიერი წერტილიდან სათადარიგო აეროდრომამდე, ერთი ძრავის მტყუნების შემთხვევაში, აღემატება 60 წუთს, მისი მარშრუტი უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ ფრენის დრო სათადარიგო აეროდრომამდე არ აღემატებოდეს დადგენილ ზღვრულ დროს.
2. აკრძალულია ორი ან მეტი აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-ების ექსპლუატაცია მარშრუტზე, რომელზეც ნებისმიერი წერტილიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის ზღვრული დრო სააგენტოს მიერ დადგენილ დროზე მეტია. ზღვრული დრო გამოითვლება:
ა) ორძრავიანი სხ-თვის ერთი უმოქმედო ძრავით სათადარიგო აეროდრომამდე კრეისერული სიჩქარით ფრენისას, სტანდარტულ ატმოსფერულ პირობებში;
ბ) ორზე მეტ ძრავიანი სხ-თვის ყველა მოქმედი ძრავით სათადარიგო აეროდრომამდე კრეისერული სიჩქარით ფრენისას, სტანდარტულ ატმოსფერულ პირობებში.
3. ზღვრული დრო ადგენს მარშრუტის შესაძლო (დასაშვებ) არეალს. დადგენილია ზღვრული დროის შემდეგი საფეხურები:
-75 წუთიანი,-120 წუთიანი,-180 წუთიანი.
4. ზღვრული დროის საფეხურების მინიჭება (გაზრდა) ხორციელდება ეტაპობრივად სააგენტოს მიერ, ექსპლუატანტის EDTO-ს წესებით ფრენების გამოცდილებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) ზღვრული დრო 75 წთ ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპლუატანტს კონკრეტულ თვითმფრინავის ტიპზე ჯერ არა აქვს EDTO-ს წესებით ფრენების სათანადო გამოცდილება;
ბ) ზღვრული დრო 120 წთ ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპლუატანტს კონკრეტულ თვითმფრინავის ტიპზე, უკვე აქვს 75 წთ-ნი ზღვრული დროით ფრენების, არანაკლებ 12-თვიანი, გამოცდილება;
გ) ზღვრული დრო 180 წთ ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპლუატანტს კონკრეტულ თვითმფრინავის ტიპზე უკვე აქვს 120 წთ-ნი ზღვრული დროით ფრენების, არანაკლებ 12-თვიანი, გამოცდილება