1. ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ვერტმფრენის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. ღამის ხედვის სისტემის გამოყენებით სპეციალური ნებართვების მისაღებად ვერტმფრენის ექსპლუატანტმა,  სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი 6) და დაუდასტუროს, რომ:

ა) დადგენილია NVIS -ის აღჭურვილობის განთავსებისა და გამოყენების პროცედურები;

ბ) დადგენილია ეკიპაჟების მომზადების პროგრამა და ეკიპაჟები მომზადებულია პროგრამის შესაბამისად;

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის № 220 ბრძანებით დამტკიცებული ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების  მე-6 დანართში.

გ) ექსპლუატანტის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში შეტანილია შესაბამისი ცვლილებები;

დ) დადგენილია ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამა;

ე) დადგენილია საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები;

ვ) შეფასებულია რისკები, რომლების დაკავშირებულია NVIS -ის გამოყენებასთა