1. ვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა  მომსახურების  სამუშაოების შესრულება ხორციელდება სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. ვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა  მომსახურების  სამუშაოების შესასრულებლად  ექსპლუატანტმა  უნდა:

ა) შეიმუშაოს სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში მოქმედების პროცედურები და შესაბამისი შემოწმების კითხვარები;

ბ) განსაზღვროს შვეულმფრენის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები;

გ) დაადგინოს თოვლზე მოსრიალე პირის საშუალო წონა და წონის დადგენის მეთოდი;

დ) დაადგინოს საჭირო აღჭურვილობა;

ე) დაადგინოს ყველა სახის შეზღუდვები;

ვ) დაადგინოს სხ-ის მეთაურის/ეკიპაჟის წევრების და მიწისზედა მომსახურე  პერსონალის ვალდებულებები და მოვალეობები.

ზ) დაადგინოს თოვლზე მოსრიალე პირის უსაფრთხოების პროცედურები (ჩასხდომა-გადმოსხდომის და ვერტმფრენში ყოფნის დროს);

თ) დაადგინოს საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამა, რომელშიც ასევე გათვალისწინებული   უნდა იყოს  უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე საფრენად დაშვების და დასაფრენი მოედნების ჰაერიდან არჩევის საკითხები;

ი) დაადგინოს მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკების ანალიზი;

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა რისკების შეფასების შესახებ მოცემულია  იკაო-ს ცირკულარში Cir 338.

კ) შეიმუშაოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და მიწისზედა მომსახურე  პერსონალს შორის ურთიერთმოქმედების, უსაფრთხოების ზომების დაცვის და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები;

ლ) დაადგინოს და აღწეროს სამუშაო მოედნების განლაგება და მათი თავისებურებები;

მ) დაადგინოს საფრენოსნო ეკიპაჟის საკვალიფიკაციო მოთხოვნები