1. ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ხორციელდება სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
2. ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (HEMS) სამუშაოების შესასრულებლად, ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში მოქმედების პროცედურები და შესაბამისი შემოწმების კითხვარები;
ბ) განსაზღვროს ვერტმფრენის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები;
გ) დაადგინოს საჭირო აღჭურვილობა;
დ) დაადგინოს ყველა სახის შეზღუდვა;
ე) დაადგინოს სხ-ის მეთაურის/ეკიპაჟის წევრების და HEMS-ის ტექნიკური ეკიპაჟის წევრის უფლება-მოვალეობები;
ვ) დაადგინოს ეკიპაჟის წევრების და HEMS-ის ტექნიკური ეკიპაჟის წევრის მომზადების პროგრამა;
შენიშვნა: ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი ეკიპაჟის წვერების და ტექნიკური ეკიპაჟის წევრის მომზადების პროგრამის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკავშირის N965/2012 რეგულაციის AMC1 SPA.HEMS.130(f)(1)-ში.
ზ) გააანალიზოს მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკები;
შენიშვნა: რისკების შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს ცირკულარში Cir 338 და ევროკავშირის №965/2012 რეგულაციის SPA.HEMS.140 ნაწილში;
თ) შეიმუშაოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, HEMS-ის ტექნიკური ეკიპაჟის წევრის და სახმელეთო პერსონალს შორის ურთიერთმოქმედების, უსაფრთხოების ზომების და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები;
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს Cir 338-ში და ევროკომისიის №965/2012 რეგულაციის სახელმძღვანელო მასალებში SPA.HEMS.
ი) უზრუნველყოს საექსპლუატაციო ბაზირების პირობები.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა საექსპლუატაციო ბაზირების შესახებ მოცემულია ევროკავშირის №965/2012 რეგულაციის SPA.HEMS.145-ის მოთხოვნების შესაბამისად