1. სხ-ის მეთაურს, რომელიც ახორციელებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (HEMS) ფრენებს უნდა ჰქონდეს მოქმედი „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა“ (ATPL) და სულ მცირე, 500 საათი ნაფრენი შვეულმფრენის მეთაურის რანგში, მათ შორის, არანაკლებ 100 საათი კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდზე.
2. სხ-ის მეთაურს, რომელიც ახორციელებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (HEMS) ფრენებს უნდა ჰქონდეს დასაფრენი მოედნების ჰაერიდან არჩევაზე დაშვება.
3. პილოტს, რომელიც ღამის ფრენებს ასრულებს, ნაფრენი უნდა ჰქონდეს სულ მცირე 20 საათი ღამით ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში.
4. საფრენოსნო და HEMS-ის ტექნიკური ეკიპაჟის წევრებს წარმატებით უნდა ჰქონდეთ გავლილი პრაქტიკული მომზადება, ფშს-ში განსაზღვრული HEMS პროცედურების შესაბამისად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის №965/2012 რეგულაციის
AMC1 SPA.HEMS.130(f)(1), AMC1 SPA.HEMS.130(f)(2)(ii)(B)-ში.
5. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა ჰქონდეთ ავიასპეციალისტის მოწმობაში შესაბამისი სამუშაოებზე დაშვების აღნიშვნ