საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად, ექსპლუატანტი, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს ისეთი საექსპლუატაციო პროცედურები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოსა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სახელმძღვანელოში, რომელთა მეშვეობითაც საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. აღნიშნული პროცედურები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციასა და ინსტრუქციებს:
ა.ა) ექსპლუატანტის პოლიტიკას სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
ა.ბ) სახიფათო ტვირთის მიღების, მომსახურების, ჩატვირთვის, განთავსების და განცალკევების მოთხოვნებთან დაკავშირებით;
ა.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სხ-ზე საავიაციო შემთხვევის ან მოვლენის წარმოქმნისას მოქმედების პროცედურებთან დაკავშირებით;
ა.დ) სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დადგომისას მოქმედების პროცედურების შესახებ;
ა.ე) დაბინძურების მოშორებასთან დაკავშირებით;
ა.ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ჩართული პერსონალის მოვალეობების აღწერილობის თაობაზე, განსაკუთრებით, სახიფათო ტვირთის მიწაზე და სხ-ზე მომსახურების დროს;
ა.ზ) დაზიანების, გაჟონვის ან დაბინძურების აღმოსაჩენად შემოწმების შესახებ;
ა.თ) სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან მოვლენის შესახებ შეტყობინების წესის შესახებ.
ბ) გააჩნდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემა Doc 9284-A N/928-ის (საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები) ან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (იატა) ოფიციალური გამოცემა „სახიფათო ტვირთის რეგულაციების“ განახლებული ეგზემპლარი;
გ) ჰყავდეს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც უნდა გააჩნდეს, ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად, სწავლების მე-6 კატეგორიის ვადიანი სერტიფიკატი;
დ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სახელმძღვანელო უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთა