1. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები უნდა იყოს აღწერილი ტექმომსახურების პროგრამაში.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) თოვლზე მოსრიალეთა მომსახურება განახორციელოს მხოლოდ დღისით, ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში და საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დაცვით;
ბ) თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების სტანდარტულ საექსპლუატაციო პროცედურებში გააერთიანოს შემდეგი პროცედურები:
ბ.ა) წინასაფრენოსნო მომზადების პროცედურები, ფრენების დაგეგმარება, რისკების შეფასება და ბრიფინგის პროცედურები;
ბ.ბ) თოვლზე მოსრიალე პირის შვეულმფრენში ჩასხდომა/გადმოსხდომის პროცედურები;
ბ.გ) სამუშაო მოედნების არჩევისა და მომზადების პროცედურები;
ბ.დ) არასტანდარტულ და ავარიულ სიტუაციაში მოქმედების პროცედურები;
ბ.ე) კომუნიკაციის პროცედურებ