1. ღამის ხედვის სისტემის გამოყენებით ფრენების შესასრულებლად ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) სიმაღლის რადიომზომით, რომელიც NVIS გამოყენებით ფრენის ყველა ეტაპზე გამოსცემს ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს, თუ ვერტმფრენი წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე დაბლა დაეშვება;
ბ) NVIS სისტემასთან შეთავსებადი განათებით, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) სპეციალური ტიპის განათებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაწყოების დაფაზე არსებული ყველა ძირითადი საპილოტაჟო ხელსაწყოს განათებას;
ბ. ბ) საერთო განათების ნათურებს;
ბ. გ) პორტატიულ ფანრებს;
გ) NVIS სისტემასთან შეუთავსებადი შიდა ნათურების მოხსნის ან ჩაქრობის საშუალებებს.
2. ვერტმფრენზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი NVIS აღჭურვილობა:
ა) სარეზერვო ან მეორადი კვების წყარო ღამის ხედვის სათვალეებისათვის (NVG);
ბ) ჩაფხუტი, ღამის ხედვის სათვალის (NVG) მიერთების შესაძლებლობით.
შენიშვნა: 1. ვერტმფრენზე არსებული ყველა ღამის ხედვის სათვალე (NVG) უნდა იყოს ღამის ხედვის სისტემის (NVIS) შესაბამისი თაობის, მოდელის და ტიპის.
შენიშვნა 2: დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ევროკავშირის №965/2012 რეგულაციის შემდეგ სახელმძღვანელო მასალებში: SPA.NVIS.110; AMC1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110(f).
3.NVIS-ის გამოყენებით ფრენის პროცედურები უნდა მოიცავდეს:
ა) ფრენის დაგეგმარების და ფრენისწინა მომზადების პროცედურებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) გამოყენებას;
ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ ვითარებებში ფრენების პროცედურებს;
გ) მინიმალურ სიმაღლეს, რომელზეც შესაძლებელია ღამის ხედვის სისტემის გამოყენებით (ან მის გარეშე) ფრენაზე გადასვლა და ამ რეჟიმში ფრენის გაგრძელება.
შენიშვნა: ღამის ფრენები არ უნდა განხორციელდეს ექსპლუატაციის ტიპისათვის დადგენილ ვიზუალურ მეტეოროლოგიურ მინიმუმზე უარეს პირობებში.
დ) შეზღუდვებს, რომლებიც ეხება LED ნათურებით განათებულ წინაღობებს და მასთან დაკავშირებულ:
დ.ა) სტანდარტულ და არასტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებენ დაბალ სიმაღლეზე ფრენისას პერიოდულად ფრენის არეალის NVIS-ს გარეშე დათვალიერებას;
დ.ბ) ეკიპაჟის წევრებს შორის კოორდინაციის პროცედურებს;
დ.გ) უსაფრთხო სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის პროცედურას, როდესაც წინაღობების განლაგება არ არის ცნობილი.
4. ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა უნდა იყოს უდიდესი იმ რაოდენობებს შორის, რომლებიც:
ა) განსაზღვრულია სეს-ში;
ბ) დადგენილია ძირითადი ტიპის საქმიანობისათვის; ან
გ) განსაზღვრულია NVIS-ის გამოყენებით ფრენების შესრულების ნებართვაშ