1. სხ-ზე ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსება და გამოყენება ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
2. სხ-ზე ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსების და გამოყენების სპეციალური ნებართვების მისაღებად ექსპლუატანტმა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი №4) და დოკუმენტურად დაუდასტუროს, რომ:
ა) დადგენილია EFB-ის განთავსებისა და გამოყენების პროცედურები;
ბ) დადგენილია მონაცემების ბაზის ცვლილებების შეტანის პროცედურები;
გ) დანიშნულია EFB-ის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი (ადმინისტრატორი) და ფშს-ში გაწერილია მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
დ) დადგენილია EFB-ის დამუხტვის პროცედურები;
ე) გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან, სანავიგაციო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში მოწოდების შესახებ;
ვ) დადგენილია ეკიპაჟების მომზადების პროგრამა და ეკიპაჟები მომზადებულია პროგრამის შესაბამისად;
ზ) ექსპლუატანტის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში შეტანილია შესაბამისი ცვლილებები;
თ) შეფასებულია რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) გამოყენებასთან