1. დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის ნებართვის მოსაპოვებლად, ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს  საექსპლუატაციო შესაძლებლობების დემონსტრირება:

ა) თუ რამდენად შესაძლებელია სხ-ის  შესაბამისი სისტემებით (HUDLS-ის ჩათვლით, თუ ასეთი დამონტაჟებულია) ფრენების შესრულება  LVO-ს პირობებში;

ბ) თუ რამდენად ეფექტურია  საფრენოსნო ეკიპაჟისათვის დადგენილი მომზადების პროგრამა და საექსპლუატაციო პროცედურები;

გ) თუ რამდენად ეფექტურია სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა და სახელმძღვანელოებები.

2. ექსპლუატანტმა უნდა დააკმაყოფილოს  შემდეგი მოთხოვნები:

ა) თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 50 ფტ ან მეტია, სხ-ის თითოეულ ტიპზე  II/III კატეგორიის სისტემების გამოყენებით შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 30 დასაფრენად შესვლა და დაფრენა. თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 50 ფტ-ზე ნაკლებია, შესასრულებელია არანაკლებ 100 დასაფრენად შესვლა და დაფრენა, ამასთან:

ა.ა) ექსპლუატანტის სხ-ების მცირე რაოდენობის  ან  ისეთი ადზ-ების სიმცირის გამო, რომლებზეც გამოიყენება III კატეგორიის პროცედურები, დასაშვებია 100 დაფრენის  შემცირება  50%-ით;

ა.ბ) თუ ექსპლუატანტის ერთი და იმავე ტიპის სხ-ის სხვადასხვა მოდიფიკაციაზე   გამოიყენება სხ-ის მართვის და საფრენოსნო ინფორმაციის ასახვის ერთი და იგივე  ძირითადი სისტემა, ან თუ ერთი და იმავე ტიპის სხ-ზე გამოიყენება სხ-ის მართვის და საფრენოსნო ინფორმაციის ასახვის სხვადასხვა ძირითადი სისტემა, ექსპლუატანტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ ამ სხვადასხვა ვარიანტებს გააჩნია დამაკმაყოფილებელი ტექნიკური მახასიათებლები. სააგენტოს ასევე შეუძლია პილოტს შეუმციროს დასაფრენად შესვლის და დაფრენის რაოდენობა არაუმეტეს 50%-ით იმ პირობით, რომ მას გააჩნია სხ-ის იგივე ტიპზე ან მოდიფიკაციაზე ფრენების და იგივე პროცედურების  სხვა ექსპლუატანტთან  გამოყენების გამოცდილება;

ა.გ) ერთი და იგივე ადზ-ზე შეიძლება შესრულდეს სადემონსტრაციო ფრენების არაუმეტეს 30%-ისა;

ა.დ) თუ წარუმატებელი დასაფრენად შესვლის (მაგალითად, არადამაკმაყოფილებელი დაფრენა, სისტემის გათიშვები) რაოდენობა 5%-ზე მეტია, შეფასების პროგრამა უნდა გაიზარდოს და გაიყოს ეტაპებად, რომელთაგან თითოეული უნდა შედგებოდეს არანაკლებ 10 დასაფრენად შესვლისა და დაფრენისაგან, და გაგრძელდეს სანამ წარუმატებლობის რაოდენობა 5%-ზე ნაკლები არ გახდება.

შენიშვნა:  II/III კატეგორიის სისტემების გამოყენებით დასაფრენად შესვლა და დაფრენის დემონსტრირება შეიძლება განხორციელდეს  ნებისმიერი კომერციული ან  სხვა სახის ფრენების დროს, რომლებზეც გამოიყენება ექსპლუატანტის მიერ დადგენილი პროცედურები.

ბ) დასაფრენად შესვლის და დაფრენის შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით ექსპლუატანტმა უნდა შექმნას მონაცემთა რეგისტრაციის ბაზა, რომლის მონაცემები და მოკლე მიმოხილვა  მიწოდებული უნდა იქნეს სააგენტოსთვის.  ავტომატურ რეჟიმში წარუმარტებელი დასაფრენად შესვლა ან/და დაფრენა ექვემდებარება სავალდებულო დოკუმენტირებასა და გაანალიზებას, რისთვისაც:

ბ.ა) უნდა შეგროვდეს მონაცემები II/III კატეგორიით დასაფრენად შესვლის და დაფრენის ყველა ცდის შესახებ, მიუხედავად იმისა, შეწყვეტილი იქნა დასაფრენად შესვლა, თუ შესრულდა არადამაკმაყოფილებლად, ან წარმატებით.

ბ.ბ) მონაცემები უნდა შეიცავდეს, მინიმუმ, შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ბ.ა) დასაფრენად შესვლის დაწყების შეუძლებლობის დროს იდენტიფიცირებული უნდა იყოს საბორტო მოწყობილობის ის გაუმართაობა, რის გამოც II/III კატეგორიით დასაფრენად შესვლის დაწყება შეუძლებელი გახდა;

ბ.ბ.ბ) დასაფრენად შესვლისას მეორე წრეზე წასვლის დროს მითითებული უნდა იყოს ადზ-ის ზღურბლის თავზე ის სიმაღლეები, რომელზეც შეწყვეტილი იქნა დასაფრენად შესვლა ან მოხდა ავტომატური დაფრენის სისტემის გათიშვა, აღნიშნულის მიზეზების აღწერით;

ბ.ბ.გ) ადზ-სთან შეხება ან შეხება-გარბენის დროს ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს ის, თუ რამდენად დამაკმაყოფილებლად შესრულდა დაფრენა, შესრულდა ის  შეხების არეს ფარგლებში თუ არა, იყო თუ არა შესაძლებელი პილოტის მიერ ან ავტომატური სისტემის მეშვეობით გვერდითი სიჩქარის ან დაფრენის ტრაექტორიის გადახრის კორექტირება ისე, რომ სხ-ის დაფრენა შესრულებულიყო ადზ-ის გვერდითი ზღვრების ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს შეხების წერტილის მიახლოებული გვერდითი და გრძივი მდებარეობა ადზ-ის ღერძულ ხაზთან და შესაბამისად, ადზ-ის ზღურბლთან მიმართებაში. ასევე, ანგარიშში მითითებული უნდა იყოს II/III კატეგორიის სისტემების მუშაობის ის შეფერხებები, რომელთა გამოც  პილოტს მოუწია ხელით მართვის რეჟიმზე გადასვლა ადზ-სთან უსაფრთხო შეხების ან შეხება-გარბენის უზრუნველსაყოფად;

ბ.დ)  მონაცემთა ანალიზისათვის არ არის საჭირო დასაფრენად შესვლის იმ წარუმატებელი ცდების მითითება, რომლებიც დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

ბ.დ.ა) ATS ფაქტორთან, რაც მოიცავს ისეთ გარემოებებს, როდესაც საჰაერო ხომალდი ვექტორირებულია დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის საკონტროლო წერტილთან (FAF) იმდენად ახლოს, რომ შეიძლება ვერ შეძლოს რადიო შუქურის სიგნალის დაჭერა და გლისადაზე გასვლა, ან თუ ILS-ის მგრძნობიარე ზოლი დაუცველია, ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანომ გასცა მითითება დასაფრენად შესვლის შეწყვეტის  შესახებ;

ბ.დ.ბ) მცდარი სანაოსნო სიგნალებთან, რაც მოიცავს სანაოსნო საშუალებებით (მაგალითად, ILS საკურსო რადიოშუქურით) გაცემული სიგნალის შეფერხებას, როდესაც სიგნალი იხშობა სხვა სხ-ების მიმოსვლის ან სანაოსნო საშუალების (ანტენის) გადაფრენის გამო;

ბ.დ.გ) ანგარიშში ჩართული უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ შემჩნეული ნებისმიერი სხვა გარემოებები/ფაქტორები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა ჰქონდათ II/III კატეგორიით დასაფრენად შესვლასა და დაფრენაზ