RVSM-ის სივრცეში ფრენის შესრულების დროს, საექსპლუატაციო პროცედურები უნდა ასახავდეს:

ა) საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროცედურებს;

ბ) ფრენის დაგეგმარების და ფრენისწინა მომზადების პროცედურებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის(MEL) გამოყენებას;

გ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული RVSM-ის სივრცეში ფრენის      დაწყებამდე;

დ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული RVSM-ის სივრცეში ფრენის შესრულების დროს;

ე) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნას  განხორცილებული გაუთვალისწინებელი  მოვლენების დროს, მათ შორის ექსპლუატანტისთვის და სააგენტოსთვის ისეთი, მნიშვნელოვანი  მოვლენების შეტყობინება, როგორიცაა:

ე.ა) მოულოდნელი გადახრები ვერტიკალური ფრენის ტრაექტორიიდან;

ე.ბ) სიმაღლიდან გადახრის სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობა;

ე.გ) სიმაღლის კონტროლის ავტომატურ სისტემის გაუმართაობა;

შენიშვნა: RVSM-ის სივრცეში ფრენის შესრულების  საექსპლუატაციო პროცედურები მოცემულია:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ ;

ICAO Doc 9574

ICAO Doc 7030

EUR Doc. 009-ს

EASA “ Annex V – Specific Approvals – Part-Spa” ;  AMC2 SPA.RVSM.105 RVSM operational approva