მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის (RNAV/PBN/RNP) საექსპლუატაციო პროცედურები უნდა ასახავდეს:
ა) საფრენოსნო, ფრენების უზრუნველყოფის დისპეტჩერის და ტექნიკური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მომზადების პროცედურებს;
ბ) გაფრენისწინა მომზადების მოთხოვნებს, რომელიც მოიცავს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) გამოყენებას;
გ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული (RNAV/PBN/RNP) ნაოსნობის დაწყებამდე;
დ) ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული (RNAV/PBN/RNP) ნაოსნობის შესრულების დროს;
ე) RNAV/PBN/RNP საჰაერო სივრცეში ფრენისას სტანდარტულ და არასტანდარტულ (გაუთვალისწინებელ) ვითარებაში მოქმედების პროცედურებს;
ვ) RNAV/PBN/RNP სისტემებით ფრენების მონიტორინგს და ქმედებებს, რომლებიც უნდა იქნეს განხორცილებული გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების შეტყობინება ექსპლუატანტისთვის და სააგენტოსთვის, როგორიცაა:
ვ.ა) სანავიგაციო უზუსტობები, რომელიც არ არის დაკავშირებული ინერციული სანავიგაციო რეჟიმიდან რადიო სანავიგაციო რეჟიმზე გადასვლასთან;
ვ.ბ) მოულოდნელი გადახრები განივი ან ვერტიკალური ფრენის ტრაექტორიიდან, რომელიც მიეკუთვნება არაზუსტ სანავიგაციო მონაცემებს;
ვ.გ) არაზუსტი ინფორმაციის გაცემა სისტემის მიერ, მტყუნების გაფრთხილების გარეშე;
ვ.დ) RNAV/PBN/RNP ნაოსნობის აღჭურვილობის სრული ან მრავალჯერადი მტყუნება;
ვ.ე) მიწისზედა სანავიგაციო მოწყობილობების მტყუნებები, რომლებიც იწვევს მნიშვნელოვან სანავიგაციო უზუსტობებს;
ზ) სანავიგაციო უზუსტობების შეტყობინების აღრიცხვას და ანალიზს იმისათვის, რომ განისაზღვროს, საჭიროა თუ არა გამოსასწორებელი ქმედებების განხორციელება, რაც შესაძლოა მოიცავდეს სანავიგაციო მოწყობილობების/აღჭურვილობის მოდიფიკაციას ან ჩანაცვლებას, ან საექსპლუატაციო პროცედურების შეცვლას. ყველა მაკორექტირებელი ქმედება უნდა იქნეს დოკუმენტირებული;
თ) სანაოსნო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნის/განახლების და გამოყენების პროცედურებ