1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზღვრული დრო – დადგენილი მანძილი, გამოსახული სათადარიგო აეროდრომამდე წასვლის დროით, მარშრუტის ნებისმიერი წერტილიდან, რომლის ნებისმიერი გაზრდა საჭიროებს სააგენტოს მიერ დამტკიცებას;

ბ) პასიური მტყუნება – სხ-ის  მართვის სისტემის მტყუნება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში დასაფრენად შესვლისას არ ახდენს ზეგავლენას სხ-ის ფრენის ტრაექტორიაზე/ბალანსირებაზე, მაგრამ საჭიროებს ხელით მართვის რეჟიმზე გადასვლას;

გ) სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათი – ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის შეფუთვისა და მისი თანხმლები დოკუმენტების შესამოწმებლად, რათა დადგინდეს შესაბამისობა ტექნიკური ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან;

დ) სპეციალური ნებართვა – სააგენტოს მიერ  ექსპლუატანტისათვის საექსპლუატაციო სპეციფიკაციებით ნებადართული ფრენების პირობები/სახეები;

ე) ATS-ის მგრძნობიარე ზონა – ადზ-ის, დაბრკოლებათა შეზღუდვის სიბრტყის, ILS/MLS-ის კრიზისული/მგრძნობიარე ზოლის დასაცავად განსაზღვრული ადგილი;

ვ) RNAV – ზონალური ნაოსნობა;

ზ) PBN – მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა;

თ) RNP – საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია;

ი) MNPS – მინიმალური სააერნაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია;

კ) NAT HLA – ჩრდილო-ატლანტიკურ MNPS-ის სივრცეში იკაოს ევროპული ბიუროს დოკუმენტ NAT Doc 007-ით დადგენილი    ფრენის წესები;

ლ) AFM – სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (სეს);

მ) FCOM – ეკიპაჟის ფრენის შესრულების სახელმძღვანელო;

ნ) DAT Type 2 – სანავიგაციო ინფორმაციის გამცემის სერტიფიკატი,  რომელიც გაცემულია ევროკავშირის რეგულაციის (Regulation (EU) 2017/373 შესაბამისად;

ო) FL – ფრენის სიმაღლე (ეშელონი);

პ) RVSM – ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმი;

ჟ) LVO – ფრენები დაბალი ხილვადობის პირობებში – დასაფრენად შესვლა RVR-ის 550მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით და/ან DH-ის 60მ(200ფტ)-ზე დაბალი მნიშვნელობით, ან აფრენა RVR-ის 400მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით;

რ) RVR –   ადზ-ზე ხილვადობის სიშორე;

ს) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე;

ტ) EVS – ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების ხედვის სისტემა;

უ) SVS – სინთეზირებული ხედვის სისტემა – პილოტის კაბინიდან ხილვადი გარე არეს ციფრული მონაცემების საფუძველზე გენერირებული გამოსახულების ამსახველი სისტემა;

ფ) CVS – კომბინირებული ხედვის სისტემა.  ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ხედვის (EVS) და სინთეზირებული ხედვის (SVS) სისტემების კომბინაციიდან მიღებული გამოსახულებების ასახვის სისტემა;

ქ) ILS – სახელსაწყო დაფრენის სისტემა;

ღ) MLS – სახელსაწყო მიკროტალღური დაფრენის სისტემა;

ყ) FAF –  დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის საკონტროლო წერტილი;

შ) HUDLS – „კოლიმატორული ინდიკაციის დასაფრენი სისტემა“ –  საბორტო სისტემა, რომლის მეშვეობითაც პილოტი კოლიმატორული ინდიკაციით უზრუნველყოფილია დასაფრენად შესვლის, დაფრენის ან/და შეწყვეტილი დასაფრენად შესვლის დროს;

ჩ) ZFTT – ნულოვანი ფრენის დროის     ტრენინგი (სხ-ზე დამატებითი ფრენების გარეშე მომზადების პროგრამა);

ც) LVTO – დაბალი ხილვადობის პირობებში აფრენა, როდესაც   ადზ-ზე ხილვადობის სიშორე არის 400 მეტრზე ნაკლები და 75 მეტრზე მეტი;

ძ) EDTO – სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი ხანგრძლივობით ფრენა, როდესაც სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება 60 წუთს;

წ) NVIS – ღამის ხედვის სისტემა;

ჭ) NVG – ღამის ხედვის სათვალე.

ხ) DG – სახიფათო ტვირთი.

2. „სახიფათო ტვირთს“, „სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას“, „სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ ინციდენტსა“ და „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკურ ინსტრუქციებს“ (ტექნიკური ინსტრუქციები) გააჩნია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით“ განსაზღვრული განმარტებებ