1. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს არ აქვს უფლება განახორციელოს ფრენები, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ნებართვას, თუ მას არ გააჩნია ექსპლუატანტის მოწმობაში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ასეთი ფრენების განხორციელების უფლებამოსილება (სპეციალური ნებართვა).
2. ეს წესი არეგულირებს საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისათვის, ან სერტიფიკატის მაძიებლისათვის სპეციალური ნებართვის გაცემას და ადგენს მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს საექსპლუატაციო სპეციფიკაციებით.
3. სპეციალური ნებართვით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შემთხვევაში, ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ფრენები განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს ახალი ნებართვის საფუძველზე