1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სმმ-ის პუნქტს მუდმივად  მიეწოდება მიმდინარე ინფორმაცია საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონში აფრენის, გაფრენის, დასაფრენად შესვლის და დაფრენის ოპერაციებისთვის მნიშვნელოვანი სანავიგაციო  მომსახურების და ვიზუალური საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის შესახებ, ასევე სახმელეთო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საჭირო სანავიგაციო მომსახურების  და ვიზუალური საშუალებების შესახებ.

2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია  სანავიგაციო მომსახურების და ვიზუალური საშუალებების საექსპლუატაციო მდგომარეობის და საექსპლუატაციო მდგომარეობაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ დროულად  წარედგინება სმმ-ის პუნქტს შესაბამისი მომსახურების ან საშუალების გამოყენების გათვალისწინებით.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია სმმ-ის პუნქტის უზრუნველყოფაზე ვიზუალური და არავიზუალური სააერნაოსნო საშუალებების შესახებ ინფორმაციით, მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9426 – „საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“. ტექნიკური მოთხოვნები ვიზუალური საშუალებების მდგომარეობის კონტროლთან დაკავშირებით განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო შესაბამისი პროცედურები – იკაოს ოფიციალური გამოცემის  Doc 9157 „აეროდრომების პროექტირების სახელმძღვანელოს“ მე-5 ნაწილში. ტექნიკური მოთხოვნები სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობაზე კონტროლთან მიმართებით მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის პირველ ტომში