1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაციის/მონაცემების შენახვა:

ა) სწავლებასთან დაკავშირებული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს პერსონალის დასაქმების შეწყვეტამდე:

ბ) ხმოვანი/მონაცემების ჩანაწერები:

ბ.ა) ხმოვანი ჩანაწერები – 30 დღე;

ბ.ბ) მონაცემების ჩანაწერები – 30 დღე.

გ)    სამეთვალყურეო პუნქტების მონაცემები:

გ.ა) სტრიპები – 30 დღე;

გ.ბ)  ოპერატიული ჟურნალი – 5 წელი.

დ) კავშირგაბმულობის ჩანაწერები:

დ.ა)  კავშირგაბმულობის ჟურნალი (ხელნაწერი ან ავტომატური) – 30 დღე.

2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ერთეულის ოპერატიული ჟურნალების ფორმების და დოკუმენტების რეგისტრირება და შენახვა ყოველდღიურად (ადგილობრივი დროის მიხედვით) შემდეგნაირად:

ა.ა)  ბლანკები, შეტყობინებები, ანგარიშები და ა.შ. უნდა დაჯგუფდეს ტიპის მიხედვით, დაკომპლექტდეს და გაკეთდეს მარკირება, სადაც მიეთითება ადგილის დასახელება, წელი, თვე და რიცხვი;

ა.ბ) მონაცემთა სტრიპები უნდა შეიფუთოს ცალკე ყოველი ადგილმდებარეობისათვის;

ა.გ) მაგნიტოფონის ლენტები, დისკები, კასეტები ან სხვა მსგავსი ელექტრომატარებლები ელექტრონული სისტემების ციფრული მონაცემების შესანახად, უნდა შეიფუთოს ცალკე; და

ა.დ) შიდა და საერთაშორისო მომსახურების ფინანსური დოკუმენტები უნდა დაჯგუფდეს ცალკე გრძელვადიანი შენახვისთვის.

ბ) ოპერატიული ჟურნალების მასალები, რომელშიც წარმოდგენილია ინციდენტის ან სმმ-ის პუნქტის დარღვევების შედეგები, უნდა იქნას დაცული მანამ, სანამ არ დასრულდება მოკვლევა ან გატარდება ქმედითი ღონისძიებები. მსგავსი მასალების განადგურება შეიძლება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით;

გ) ერთეულებში, სადაც ხორციელდება ელექტრონული აღრიცხვა, უნდა არსებობდეს შესაბამისი პროცედურები, რათა ყოველდღიურად განხორციელდეს მონაცემების სარეზერვო კოპირებ